ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის ჩართულობით მედიის დევნაში. მისი თქმით, საქართველოში მედიის მიმართ სიტუაცია ძალიან მძიმეა.

"ძვირფასო კოლეგებო, საქართველოს მეგობრებო, საქართველოს მოქალაქეებო, თუ გვისმენთ, საქართველოში მედიის მიმართ სიტუაცია ძალიან მძიმეა. ჟურნალისტები არიან ძალადობრივი თავდასხმის, დაშინების, მუქარის მსხვერპლი, არის ჟურნალისტების დევნისა და სისხლის სამართლებრივი გამოძიების შემთხვევები მედიის მფლობელების ან მომუშავეების წინააღმდეგ.

ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები მონაწილეობას იღებენ მედიის დევნაში, იმის მაგივრად, რომ დემოკრატიისა და საზოგადოების საყრდენი დაიცვან. ამიტომ, მინდა შევახსენო საქართველოს მთავრობას, რომ ქართველი ხალხი მიისწრაფვის ევროპისკენ, რაც გულისხმობს დემოკრატიის სტანდარტების დაცვას, მათ შორის მედიათავისუფლებას", — ამბობს ის.

ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე მსჯელობენ, ხვალ, 9 ივნისს კი რეზოლუციას მიიღებენ.

ამავე თემაზე: