ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებით, კრიტიკული ჟურნალისტების გაჩუმება, მათი სამართლებრივი დევნა ძირს უთხრის საქართველოს ამბიციებს. მისი თქმით, ევროპა მოითხოვს ცვლილებას საქართველოს პოლიტიკასა და დამოკიდებულებებში.

"დამოუკიდებელი მედიის თავისუფლება არის განუყოფელი ნაწილი საქართველოს ევროკავშირის წევრობისა. ისეთი ზომები, როგორიცაა კრიტიკული ჟურნალისტების გაჩუმება, ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვა და ასევე მათი სამართლებრივი დევნა, ძირს უთხრის საქართველოს ამბიციებს. ევროკავშირი, როგორც ამ ფუნდამენტური უფლებების დამცველი, გააგრძელებს მედიის თავისუფლების დაცვას საქართველოში. მედიის მუშაობაში პოლიტიკურად ჩარევის დრო არ არის. თუკი ადრე ევროპის პარლამენტს გულიბრყვილოდ სჯეროდა რომ საქართველოს მთავრობას ესმის ეს, ახლა მოვითხოვთ ცვლილებას საქართველოს პოლიტიკასა და დამოკიდებულებებში. დროა, თბილისმა გაიაზროს, რა ფსონს დებენ ისინი საქართველოს მომავალზე", — ამბობს ის.

ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე მსჯელობენ, ხვალ, 9 ივნისს კი რეზოლუციას მიიღებენ.