რესპუბლიკური პარტიის ლიდერებზე თავდამსხმელს, ირაკლი ხომასურიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 ივლისს 12:00 საათზე გაიმართება.

6 ივნისს რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თქვა — "შენ და შენი ძმა, ჩვენს წმინდას როგორ აგინებთ".

ამავე თემაზე: