დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობა მეცნიერების ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოა, მაგრამ ახალი კვლევის მიხედვით, პასუხი იმდენად მარტივია, რომ მისი რეპროდუცირება ქიმიის სტუდენტებსაც შეუძლიათ. მეტიც, სიცოცხლე სავარაუდოდ ადრეულ მარსზეც იყო.

გამოყენებითი მოლეკულური ევოლუციის ფონდის (FAME) მკვლევრების მიერ გამოქვეყნებული ნაშრომი ამტკიცებს, რომ ბაზალტის ლავური მინა იყო რნმ-ის ფორმირების მთავარი გასაღები. საუბარია დნმ-ის უფრო მარტივ ანალოგზე, რომელიც, ბევრის აზრით, სიცოცხლის განვითარების აუცილებელი წინამორბედია.

"ჯგუფები, რომლებიც სიცოცხლის წარმოშობას სწავლობენ, განსხვავდებიან. მათი ნაწილი პასუხებს ძალიან რთულ ქიმიაში ეძებს, ზოგიც შედარებით მარტივში", — ამბობს სტივენ ბენნერი, კვლევის თანაავტორი.

ბენერი და მისი კოლეგები ამბობენ, რომ პასუხი გაცილებით მარტივია. რნმ-ის მოლეკულები, ისევე როგორც 200-მდე ნუკლეოტიდები ბუნებრივად იქმნება, როდესაც ნუკლეოზიდური ტრიფოსფატები ურთიერთქმედებენ ბაზალტის შუშის ლავასთან — მაშინ როდესაც ხვდებიან მასში.

"იმ დროს ბაზალტის მინა დედამიწაზე ყველგან იყო. მთვარის ჩამოყალიბებიდან რამდენიმე ასეული მილიონი წლის განმავლობაში ახალგაზრდა პლანეტაზე ვულკანები და ბაზალტის ლავა ქმნიდნენ ბაზალტის შუშის წყაროს. ეს ზემოქმედება აორთქლებდა წყალს, აქ უნდა წარმოქმნილიყო რნმ", — თქვა სტივენ მოჯისმა, დედამიწის მკვლევარმა და კვლევის მონაწილემ.

ასევე ადრეული დედამიწის ზედაპირზე რკინა-ნიკელის მეტეორების ზემოქმედებასაც უნდა შექმნა პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობდა რნმ-ის მოლეკულების შექმნას.

"ამ მოდელის სილამაზე მისი სიმარტივეა. ის შეიძლება ქიმიის სტუდენტმაც შეამოწმოს. შეურიეთ ინგრედიენტები, დაელოდეთ რამდენიმე დღე და აღმოაჩინეთ რნმ-ს", — ამბობს იან შპაჩეკი, მეცნიერი, რომელიც მუშაობს მარსზე უცხო გენეტიკური პოლიმერების აღმოჩენაზე.

შეიძლება ეს იყოს მარსზე უძველესი სიცოცხლის პოვნის გასაღები?

შემდეგი პოდკასტი: მარსის კოლონიზაცია — ადამიანი, როგორც მულტიპლანეტარული სახეობა

მცირე მტკიცებულებაა იმის, რომ სიცოცხლე ამჟამად არსებობს მარსზე, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. როდესაც მარსი ახალგაზრდა პლანეტა გახლდათ, დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ, მასზე შეიძლება ყოფილიყო ადრეული დედამიწის მსგავსი პირობები, და თუ დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის მიღმა ქიმიური პროცესები ისეთივე მარტივია, როგორც ახალი კვლევა გვეუბნება, მაშინ ეს არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ მოცემულობაა — მარსზე სიცოცხლე უნდა ყოფილიყო.

პრობლემა ის არის, რომ მარსის ეს ადრეული გარემო არ განვითარდა ისე, როგორც დედამიწაზე. ჩვენს პლანეტას აქვს აქტიური მაგნიტური ველი, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის მყარი რკინის ბირთვის მიერ, რომელიც გარშემორტყმულია გამდნარი რკინა-ნიკელის გარე ბირთვით. ეს იცავდა დედამიწის ატმოსფეროს მზის ქარებისგან, რაც თავის მხრივ დაიცავდა დედამიწას მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, რომელიც მოკლავდა პირველყოფილ სიცოცხლეს პლანეტის ზედაპირზე.

მარსს არ აქვს აქტიური მაგნიტური ველი და ამიტომ მისი ატმოსფერო ნელ-ნელა სულ უფრო მცირდება, რაც პლანეტის ზედაპირს არასახარბიელოს ხდის სიცოცხლისთვის. სავარაუდოა, რომ მარსზე ეს არასახხარბიელო გარემო უკვე მილიარდობით წელია რაც არის. მარსს ასევე აკლია ისეთი ფირფიტების ტექტონიკა, როგორიც დედამიწას აქვს. ბაზალტის კლდე მის ზედაპირზე არ არის გადამუშავებული მანტიაში, როგორც დედამიწის შემთხვევაში. ეს ნიშნავს, რომ ამ პირველყოფილი პროცესების ნიშნები შესაძლოა ჯერ კიდევ არსებობდეს მარსის ზედაპირზე და ჩვენ შეგვიძლია მათი აღმოჩენა.

"თუ სიცოცხლე დედამიწაზე ამ მარტივი გზით გაჩნდა, მაშინ ის ასევე გაჩნდებოდა მარსზე. წითელ პლანეტაზე მისი კვალის ძიება ახლა კიდევ უფრო აქტუალურია", — ამბობენ მკვლევრები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.