ნიუ-იორკის შტატის ზოომაღაზიებში ძაღლების, კატებისა და კურდღლების გაყიდვა აიკრძალება
ნიუ-იორკის შტატის საკანონმდებლო ორგანოს ახალმიღებული კანონით ზოომაღაზიებში ძაღლების, კატებისა და კურდღლების გაყიდვა აიკრძალება.
მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს შტატში ცხოველების არაეთიკურად შეჯვარების პრაქტიკის მოსპობას. ეს ტენდენცია, ძირითადად, ეგრეთ წოდებულ ლეკვების ფერმებს ეხება, სადაც ძაღლების გამრავლება კომერციული საქმიანობაა და უგულებელყოფილია ახალდაბადებული ცხოველებისა და მათი დედების საჭიროებები.
მიღებულ კანონს ახლა მხოლოდ გუბერნატორ კეთი ჰოუკულის ხელმოწერაღა სჭირდება ასამოქმედებლად. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ნიუ-იორკის შტატში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობის ზოომაღაზიაა თავმოყრილი.
"ამ კანონით გაწყდება ჯაჭვი, რომელიც გამყიდველებსა და კომერციულ შემჯვარებლებს აკავშირებს, ამდენად ეს წარმოუდგენელი სისასტიკე დასრულდება", — აცხადებს ცხოველთა უფლებადამცველი ასოციაცია ASPCA-ის დირექტორი, მეტ ბერშედკერი.
შტატის ერთ-ერთი კანონმდებელი და ამ გადაწყვეტილების ინიციატორი, ლინდა როზენთალი აცხადებს, რომ "საყვარელი ლეკვები, კნუტები და ბაჭიები ზოომაღაზიების ვიტრინებში სასტიკ რეალობას ნიღბავენ — რომ ისინი ფერმებში საშინელი პრაქტიკის 'პროდუქტები' არიან".
როზენთალი ასევე დასძენს, რომ გავრცელებული მავნე პრაქტიკით ხშირია თანდაყოლილი დაავადებები, რაც ცხოველის პატრონს "ვეტერინარულ კლინიკებში დახარჯულ ასობით ან ათასობით დოლარად და წარმოუდგენელ სტრესად" უჯდება.
სენატის წარმომადგენელი და კანონის მხარდამჭერი მაიკლ ჯენერისი ასევე დასძენს, რომ მაშინ, როცა თავშესაფრებში პატრონს უამრავი ცხოველი ელოდება, საჭირო არაა, ადამიანმა ოთხფეხა მეგობარი ზოომაღაზიებში ეძებოს.
"ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს პატივისცემით უნდა მოვექცეთ და არა პროდუქტივით", — ამატებს იგი.
კანონის მიღებას დადებითად გამოეხმაურნენ ცნობილი ადამიანებიც, მათ შორის, ტელეწამყვანი ენდი კოენი, მსახიობები ედი ფალკო და ალეკ ბოლდუინი.
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
კომენტარები