შარშან შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ საკულტო ფილმის, Blade Runner-ის მეორე ნაწილი წელს შემოდგომაზე გამოვიდოდა.

ახლა კი ოფიციალური ტრეილერიც შეგვიძლია ვნახოთ:

სიუჟტის შესახებ ტრეილერიდან თითქმის ვერაფერს ვიგებთ, თუმცა აშკარაა, რომ ფილმის ესთეთიკა და გარემო მთლიანად შენარჩუნებულია. ასევე ვხედავთ დაბერებულ რიკ დეკარდს (ჰარისონ ფორდი) და რაიან გოსლინგის გმირს სახელად K. ფილმში ასევე თამაშობენ ჯარედ ლეტო და რობინ რაითი.

Blade Runner 2049 კინოთეატრებში 6 ოქტომბერს გამოვა.