უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო განცხადებით, მარიუპოლის მცველების 210 ცხედარი დაიბრუნეს. როგორც უკრაინსკა პრავდა წერს, საკოორდინაციო შტაბი, პრეზიდენტის სახელით, მუშაობს თითოეული გარდაცვლილის ცხედრის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებაზე.

"გრძელდება მარიუპოლის დაღუპული დამცველების ცხედრების დაბრუნების პროცესი. ამ დროისთვის ჩვენი 210 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა. მათი უმეტესობა აზოვსტალის გმირი დამცველია", — ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინამ და რუსეთმა ალყის დასრულების შეთანხმების ფარგლებში განახორციელეს ცხედრების გაცვლა.

გუშინ, 7 მაისს AP-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა აზოვსტალის ქარხანაში დაღუპული სამხედროების ცხედრების უკრაინისთვის გადაცემა დაიწყო. გამოცემა აზოვის ბატალიონის ლიდერსა და პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულები კიევში გადაასვენეს, სადაც იდენტიფიცირებისთვის კვლევები მიმდინარეობს.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.