ყველამ ვიცით, რომ ცნობილი ადამიანები არიან ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით. ამიტომ, თუკი ინტერნეტში სადმე გადააწყდით, როგორ ყიდულობს რომელიმე კარდაშიანი ჩვეულებრივ სუპერმარკეტში რაიმეს, ნუ იფიქრებთ, რომ საქმე ასე მარტივადაა. ვარსკვლავების მცდელობა, მოკვდავი ადამიანებივით იცხოვრონ, ხშირად არცთუ წარმატებულია ხოლმე, გამოცდილება კი — კვლავაც არამიწიერი. აი, მაგალითად, როცა...

1. კრის და კაილი ჯენერები საყიდლებზე წავიდნენ

ცნობილ დედა-შვილს ჯერ მანქანების სამრეცხაო ეგონა ატრაქციონების პარკი, მერე კი კრისმა ხმამაღალი შეძახილებით გაამხნევა კაილი, როცა ეს უკანასკნელი სავაჭრო ურიკას თავის ადგილზე აბრუნებდა.

2. ბილ გეიტსმა და უორენ ბაფეტმა ჩამოსასხმელი ნაყინის ობიექტზე მუშაობა სცადეს

თუმცა, ჩამოსასხმელი ნაყინის მანქანა, როგორც ჩანს, ფულის სათვლელი მანქანის მსგავსად არ მუშაობს...

3. კიმ და ქლოი კარდაშიანები დისნეილენდში წავიდნენ

კარდაშიანებმა არა მხოლოდ რიგი უგულებელყვეს, მოისურვეს, ატრაქციონზე მხოლოდ ისინი მსხდარიყვნენ — ამიტომ, დანარჩენებს თითქმის ნახევარი საათით მეტხანს მოუწიათ დალოდება.

4. ელენ დეჯენერესი და მიშელ ობამა საყიდლებზე წავიდნენ

ფოტო: Ellen / NBC

... და აღმოჩნდა, რომ პირველმა ლედიმ არ იცოდა, ბანკომატი რა იყო.

5. იმავე ეპიზოდიდან — მიშელ ობამამ ღვინო ყუთში პირველად ნახა

ფოტო: Ellen / NBC

6. ელენ დეჯენერესი და ოპრა უინფრი საყიდლებზე წავიდნენ

ფოტო: Ellen

... და $5 ათასად ღირებული Louis Vuitton-ის ჩანთები წაიღეს პროდუქტისთვის. მდიდრებისთვის ლილოს ჩანთების ალტერნატივაა ალბათ.

7. ერიკა ჯირარდიმ ბანკში ანგარიშის გახსნა სცადა

ფოტო: Bravo

პოპულარული რეალითი შოუ The Real Housewives of Beverly Hills-ის ვარსკვლავმა აღიარა, რომ ანგარიშის გახსნა არ იცოდა და 50 წლის ასაკში "ბანკში წასვლა ისწავლა".

8. ჯასტინ ბიბერმა სელენა გომესთან პაემანზე წასვლა მოისურვა

ფოტო: Getty Images

... და 20 ათას ადამიანზე გათვლილი უზარმაზარი არენა (Staples Center) იქირავა.