ყოველდღიურად უამრავი წვრილმანთან გამკლავება გვიწევს: გადასახადების გადახდა, საცობში და მაღაზიის რიგში დგომა, სახლის დალაგება და სხვა რუტინული საქმეები ნებისმიერი ჩვენგანს ერთ დიდ თავის ტკივილს უჩენს.

ალბათ, დილით საწოლიდან ძლივს წამომდგარს და მთელი დღის სტრესთან მებრძოლს, არაერთხელ გიფიქრია, რა იქნებოდა, არსებობდეს ჯადოსნური ჯოხი ან პულტი, რომელიც ყველა მოსაწყენ, უხერხულ, დამღლელ სიტუაციას ერთი თითის დაჭერით გადაახვევდა. სწორედ ასეთ სიტუაციებზე გიყვებით ამ სტატიაში.

1. დილით ადრე ადგომა

ფოტო: Tenor

დილით ადრე ადგომაზე დარდი ჯერ კიდევ ღამე იწყება, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ლამის დაგვათენდა და ათობით მაღვიძარის, უფრო მეტად კი — გამართლების იმედად ვართ დარჩენილი. ასეთ დროს ერთი გმირობაა, სიზმრებს დაეხსნა და ყავის აპარატამდე მიბობღდე. ამიტომაც დილის რუტინის ამ ურთულეს ნაწილს დიდი სიამოვნებით გადავახვევდით.

2. საცობი

ფოტო: Tenor

სამსახურისკენ მიიჩქარი? აბა ცადე და დამქანცველ საცობის თავი დააღწიე. ასობით გამოუძინებელი, მთვარეული ადამიანი სამსახურში დროულად მიღწევის იმედით შენსავით საჭესთან ზის და ცდილობს, მოთმინება არ დაკარგოს. მანქანების სიგნალი, ლანძღვა და მწველი მზე მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს — ნეტავ, გადახვევა შეიძლებოდეს!

3. რიგში დგომა

ფოტო: Giph

თუ საღამოს სასუსნავები მოგინდა და მაღაზიაში ორი წუთით შერბენას გადაწყვეტ, უნდა იცოდე, რომ შეიძლება კიდევ ერთხელ მოგიწიოს 9 მთისა და 9 ზღვის გადალახვა. დამღლელი დღის სტრესის მოხსნას მხოლოდ შენ კი არ ცდილობ?! თუ სალაროსთან უგრძესი რიგის დანახვისას გმირულ გადაწყვეტილებას მიიღებ და პროდუქტის ყიდვას მაინც გადაწყვეტ, ეცადე, მზესუმზირის თუ ჩიფსების ჭამა რიგში არ დაიწყო.

4. გაუთვალისწინებელი შემთხვევები

ფოტო: Giphy

ყოველდღიურობა გაუთვალისწინებელი შემთხვევების გარეშე წარმოუდგენელია. მეზობელს წყალი მოშვებული შეიძლება ყველაზე შეუფერებელ მომენტში დარჩეს, შავი კატის გადარბენის გამო გრძელი გზით მოვლა მოგვიწიოს, გზააბნეულმა მძღოლმა კი მაინცდამაინც ჩვენს იდეალურად დაპარკინგებულ მანქანას დაუმიზნოს. გგონია, ამ უკანასკნელ შემთხვევას ვერ გადაახვევ? — ცდები! ამიერიდან თიბისი დაზღვევის ყველაზე სწრაფი გუნდი ზარალის ანაზღაურების პროცესებს თვალის დახამხამებაში, შენ ნაცვლად "გადაახვევს". გაინტერესებს მეტი? — განაგრძე სტატიის კითხვა.

5. სახლის საქმეების მოგვარება

ფოტო: Giphy

რა სჯობს დამღლელი დღის შემდეგ ჭურჭლის რეცხვას, იატაკის გამოგვას, სარეცხის გაფენას, სხვა წვრილმან სახლის საქმეებს? — ნებისმიერი რამ! თუმცა, სამწუხაროა, რომ არც მერი პოპინსი მოფრინდება, არც გადახვევის ღილაკი გვაქვს...

ყველაფრის აჩქარებას ვერ შეძლებ, მაგრამ შეგიძლია ავტომობილის დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები გადაახვიო და სწრაფად აინაზღაურო ზარალი. თიბისი დაზღვევას ყველაზე სწრაფი გუნდი ჰყავს. მას შეუძლია გადაახვიოს ყველა სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც შენ და შენს ავტომობილს შესაძლოა შეგემთხვათ. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე ბმულს.