რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერზე, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გრძელდება, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღეს ხათუნა სამნიძემ დაწერა, რომ რუსთაველზე ორი პირი თავს დაესხა. მან ფორმულასთან ისაუბრა, რომ პრესკონფერენციის შემდეგ ის და დავით ბერძენიშვილი ერთად გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათთან ორი პირი მივიდა. როგორც სამნიძე ამბობს, მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ამავე თემაზე: