პრინცი ლუი ფანების შეძენას განაგრძობს. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პატარა წევრი ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან დაკავებული იყო, რადგან დიდი ბებიის — დედოფალი ელიზაბეთის — საიუბილეო ღონისძიებებს ესწრებოდა. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ისიც ხომ 4 წლის ბავშვია — ამიტომ, ხანგრძლივ და დამღლელ ღონისძიებებზე ჯერ მოიწყინა, მერე კი ისევ ცელქობას მოჰყვა.

დედოფლის იუბილეს აღსანიშნავ კარნავალზე მისული ლუი ჯერ მამამისის მამიდაშვილის, ზარა ტინდალის, ქმარმა გააფრთხილა, რომ მას ყველა მხრიდან უყურებდნენ.

თუმცა, ნათესავი ვერაფერს გახდა — პატარა პრინცმა თავისებური ანცობა მალევე დაიწყო.

ყველას ყურადღება რომ ვერ მიიპყრო, მერე არც ცეკვას დაზარდა.

თუმცა, ღონისძიების ზოგიერთმა ნაწილმა მაინც დააინტერესა — თანაც იმდენად, რომ უკეთ დასანახად ფეხზე წამოდგა.

შემდეგ ისევ თამაში გადაწყვიტა და იქვე მჯდომი დედისთვის თავისი ნიჭის ჩვენება სცადა.

თუმცა, დედა თამაშში არ აჰყვა და ისევ მოიწყინა.

დროის გასაყვანად კითხვა მოიფიქრა — მერე რა, რომ ჯერ 4 წლისაა!

შემდეგ ბაბუის, პრინცი ჩარლზის, კალთაში გადასკუპდა და ცოტათი გაერთო კიდეც.

მაგრამ, ბოლოს ისევ ქეითთან დაბრუნდა. დაღლილი კი დედის მხარზე უკეთეს მოსასვენებელ ადგილს სად ნახავ?!

მერე ისევ რაღაცამ დააინტერესა და ამის გამო ქეითის ხელით გაჩუმებასაც არ მორიდებია.

თუმცა, თავისი საქციელისთვის ბოდიშიც მოიხადა და დედასთან შერიგება სცადა.

რას იზამ... 4 წლის ასაკში პრინცობა ადვილი სულაც არაა!