საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო მუშაობს იმ ქვეყნებთან, რომლების ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად არიან განწყობილი. მისივე თქმით, პარტნოირები აღიარებენ შედეგებს, რომლებსაც ქვეყანამ მიაღწია.

"ზოგადად, როგორც ცნობილია, ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო, არის და ალბათ, იქნებიან სკეპტიკური ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ზოგადად ევროკავშირის გაფართოების შესახებ კონკრეტული ხედვები, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. შესაბამისად, ჩვენ ამ კუთხითაც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ შსაბამის სკეპტიკურ ქვეყნებთან, რომ მათ დავანახოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ შექმნა ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის.

მოლოდინები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და ის მოლოდინები, რომლებიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხვალინდელ ევროპულ დღეზე. ყველა ჩვენი პარტნიორი, რა თქმა უნდა, აღიარებს იმ შედეგებს, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე დადო. ეს პროცესი მომავალში გაგრძელდება", — თქვა მან.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს გააკეთა. 11 აპრილს მას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, 10 მაისს კი კითხვარის ორივე ნაწილი დაასრულა და ევროკავშირს გაუგზავნა.

საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ პასუხს უახლოეს კვირებში ელოდება.