გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივნისის დღის ბოლოდან 11 ივნისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

მათივე განცხადებით, მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლოა, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონაში მეწყრული პროცესების ჩასახვა/გააქტიურება გამოწვიოს.