აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული ალტ-ინფოს პარტია 217 482 ლარით დააჯარიმა. ინფორმაცია On.ge-ს აუდიტის სამსახურში დაუდასტურეს.

აუდიტში აცხადებენ, რომ კონსერვატიული მოძრაობის წინააღმდეგ მათ სასამართლოს ორ საქმეზე მიმართეს. უწყება პარტიას 2021 წლის დეკლარაციის არასწორად წარდგენასა და შემოწირულობების დამალვას ედავებოდა.

კერძოდ, მათი თქმით, პარტიამ დეკემბერში წარადგინა განცხადება, თითქოს ფინანსური ბრუნვა არ ჰქონიათ, თუმცა უწყებაში აღნიშნავენ, რომ მათ ოფისების ნაწილი დეკემბერში გახსნეს. რაც შეეხება შემოწირულობების დამალვას, აუდიტში ამბობენ, პარტიამ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციაში არ იყო ასახული ის არაფულადი შემოწირულობები, რომელიც ბრენდირებული მასალების დამზადებისა და რეგიონული ოფისების რემონტის სახით მიიღეს. ამასთან, პარტია რამდენიმე ოფისს ხელშეკრულების გარეშე განკარგავდა.

აუდიტის სამსახურის განცხადებით, ჯამში, დამალული არაფულადი შემოწირულობა 72 ათას ლარზე მეტია. მათივე ცნობით, სასამართლომ პარტიას დამალული თანხის სამმაგი ოდენობით გადახდა დააკასრა.