პარტია რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე წერს, რომ რუსთაველზე ორი პირი თავს დაესხა. მან ფორმულასთან ისაუბრა, რომ პრესკონფერენციის შემდეგ ის და დავით ბერძენიშვილი ერთად გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათთან ორი პირი მივიდა. როგორც სამნიძე ამბობს, მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ესეც მოხდა. თავს დაგვესხა ორი კაცი რუსთაველზე და გინება, ხელით შეხება მეტს ვერც ვწერ ისე ვარ. პატრული მოვიყვანე. ხმა აღარ მაქვს", – წერს ის.

დამატებითი დეტალების გასარკვევად On.ge ხათუნა სამნიძესთან ცდილობს დაკავშირებას. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდით. ინფორმაცია პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.