ოკუპანტებმა საჰაერო იერიში ხარკოვის სამოქალაქო აეროდრომზე მიიტანეს. ხარკოვის პროკურატურის განცხადებით, აეროდრომს ოთხი რაკეტა ესროლეს.

უწყების ცნობითვე, შედეგად რამდენიმე სამოქალაქო თვითმფრინავია დაზიანებული. ამასთან, ჩატარებული საგმოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ჭურვის ფრაგმენტები.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.