ყოფილმა პრემიერმინისტრისა და პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, რომ ქართული ოცნება დღეს პრობიძინურია.

"ოცნება დღეს არც პროევროპულია, არც პრორუსულია, არც სამწუხაროდ, პროქართული არ არის. ოცნება არის თავისიანი, ოცნებას უნდა, რომ ძალაუფლება ჰქონდეს", — თქვა მან პალტრა ნიუსის ეთერში.

წამყვანის კითხვაზე, აქედან გამომდინარე, არის თუ არა ქართული ოცნება პრობიძინური, გახარია პასუხობს, რომ ასეა.

"პრობიძინურია, კი ბატონო, ჩავთვალოთ, რომ ასეა, პრობიძინური. მთელი ეს სტრუქტურა ემსახურება ამ კონსოლიდირებული ძალაუფლების შენარჩუნებას. ესაა და ეს", — თქვა გახარიამ.

მისივე თქმით, იცის და ღრმადაა დარწმუნებული, რომ დღევანდელი სრულად კონსოლიდირებული ხელისუფლების სათავეში ბიძინა ივანიშვილია.