გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილს ლექსო ლაშქარავაზე ჰკითხეს — რა უპასუხა
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 5 ივლისის მოვლენებსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას შესახებ დაუსვეს კითხვა. დარბაზიდან მას ჰკითხეს, დაუშვებს თუ არა საქართველოს მთავრობა იმავე შეცდომას, რაც მან გასულ წელს დაუშვა.
"თქვენ იკითხეთ, რატომ არ უნდა მიიღოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩემი კითხვაა და დავუბრუნდები გასული წლის 11 ივლისს, როდესაც ჟურნალისტი და ოპერატორი თბილისის ცენტრში თბილისი პრაიდის დროს მოკლეს, როდესაც ულტრამემარჯვენეები დაესხნენ თავს, თქვენმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა აქტივისტების დასაცავად. ამ წელს გაიმეორებს თქვენი მთავრობა იმავე შეცდომას, თუ დაიცავს ევროპულ ღირებულებებს", — ჰკითხეს მას.
ღარიბაშვილმა კითხვაზე პასუხი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაზე საუბრით დაიწყო. შემდეგ კი აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა ყველა ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიცაა.
"ყველას უნდა შეგახსენოთ, რომ 2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს არ არის პრობლემა. რა თქმა უნდა, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, არის პრობლემები, გამოწვევები ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ინფორმაცია [ლექსო ლაშქარავაზე] არ არის სწორი.
ბატონმა თქვა, რომ ოპერატორი დაპირისპირების დროს მოკლეს. არ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ ძალიან მოკლედ გეტყვით — პოლიციამ 30-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებიც თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, ისინი ციხეში არიან. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ დაიცვას თითოეული მოქალაქე, მიუხედავად მათი ორიენტაციისა და მსგავსი რაღაცებისა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული კანონი იცავს ყველა მოქალაქეს", — აღნიშნა ღარიბაშვილმა.
2021 წელს ჰომოფობიური, ძალადობრივი ჯგუფები და საპატრიარქო მაშინვე დაუპირისპირდნენ თბილისი პრაიდს, როგორც კი ღონისძიებები დაანონსდა და განაცხადეს, რომ ჩატარებას არ დაუშვებდნენ. გარდა ამისა, 5-6 ივლისის ძალადობას წინ უძღოდა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები იმაზე, რომ ღირსების მარშს მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.
5 ივლისს, როცა ადამიანები საკუთარი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად რუსთაველის გამზირზე უნდა გამოსულიყვნენ, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ტერიტორია დაიკავეს და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის შედეგად დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი, მათ დაარბიეს თბილის პრაიდის ოფისი, სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრა და თავს დაესხნენ ადამიანის უფლებათა ცენტრს, სადაც, სავარაუდოდ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. 11 ივლისს აქციაზე ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. ძალადობრივ კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დაგეგმილი ღირსების მარში ვერ შედგა, თუმცა, მეორე დღეს, ჟურნალისტებზე ძალადობის დასაგმობად მოქალაქეები მდუმარე აქციაზე შეიკრიბნენ. მათ შეუერთდნენ პრაიდის ორგანიზატორებიც, რომლებმაც ლგბტ დროშა გაშალეს და ფერადი კვამლი გაუშვეს. პრაიდი ჯებირებს მიღმა მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფების გინებისა და მუქარების ფონზე მაინც შედგა. აქციის დასრულების შემდეგ პრაიდის წევრებმა და ჟურნალისტებმა ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვეს.
5 ივლისის ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ არიან დასჯილები.
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები