კიმ კარდაშიანი მეთ გალასთვის 7 კგ-ის დაკლებაზე კრიტიკას ეხმაურება
რა თემაზეც არ უნდა იმართებოდეს მეთ გალა, კიმ კარდაშიანი მსოფლიოს ყურადღების მიპყრობას მაინც ახერხებს. 2022 წლის ღონისძიებაზე კიმი მერილინ მონროს კაბით წარსდგა, რომელიც მონროს Happy Birthday, Mr. President-ის შესრულების დროს ეცვა. საზოგადოების ნაწილმა კიმს არჩევანი მოუწონდა, თუმცა მეორე ნაწილმა კარდაშიანი რამდენიმე მიზეზის გამო გააკრიტიკა.
გარდა იმისა, რომ კიმს ისტორიული კაბისთვის საფრთხის შექმნის გამო უსაყვედურეს, კრიტიკის ქარცეცხლში კიმი კიდევ ერთი მიზეზის გამო გაეხვა. კიმმა ღონისძიებაზე განაცხადა, რომ კაბის მოსარგებად, რომელიც სპეციალურად მერილინის ტანზე იყო შეკერილი, 21 დღეში დაახლოებით 7 კილო დაიკლო. მისი თქმით, კაბაში ჩასატევად 3 კვირა მკაცრ დიეტაზე იყო — რაციონიდან შაქარი და ნახშირწყლები ამოიღო, სარბენ ბილიკზე ვარჯიშობდა და ე.წ. საუნის კოსტიუმი ეცვა.
ინტერვიუს შემდეგ კიმი არაჯანსაღი სილამაზის სტანდარტების წახალისებაში დაადანაშაულეს. მის განცხადებას სპეციალისტებიც გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ დროის მცირე მონაკვეთში ბევრი კილოგრამის დაკლება მიზანშეწონილი არ იყო და მსგავსი განცხადებები კვებითი აშლილობის მქონე ადამიანებზეც უარყოფითად მოქმედებდა.
რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ კიმი კრიტიკას The New York Times-თან ინტერვიუში გამოეხმაურა. ის თვლის, რომ წონაში დაკლება არავისთვის უთხოვია და მიზნის მისაღწევად არც არაჯანსაღი გზისთვის მიუმართავს.
"გამოდის, რომ კრისტიან ბეილს წონის დაკლება ფილმისთვის შეუძლია და ეს მისაღებია. რენე ზელვეგერმაც კი მოიმატა წონაში როლისთვის. ეს ჩემთვისაც იგივეა. მე არ მითქვამს, მოდით, ყველამ მოკლე დროში წონაში დაიკელით-მეთქი. არაჯანსაღი არაფერი გამიკეთებია", — განაცხადა კიმმა.
როცა ჰკითხეს, რა მოხდებოდა, წონაში რომ ვერ დაეკლო, კიმმა ასე უპასუხა:
"უბრალოდ [მეთ გალაზე] ვერ წავიდოდი და ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. უბრალოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემი მიზნისთვის მიმეღწია".
ამავე თემაზე:
- მერილინ მონროს კაბა კიმ კარდაშიანს არ უნდა ჩაეცვა — კაბის ესკიზის შემქმნელი
- კიმ კარდაშიანმა მერილინ მონროს მეორე კაბაც ჩაიცვა, რომელიც, მისი თქმით, არ მოუხდა
- კიმ კარდაშიანმა მეთ გალასთვის 3 კვირაში 7 კგ-ის დაკლების გამო კრიტიკა დაიმსახურა
- სავარაუდოდ, კიმ კარდაშიანს Met Gala-ზე ქურქი იმიტომ ეცვა, რომ კაბა ბოლომდე არ ეკვრებოდა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები