თელავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი შენდება, რომელშიც უკვე გაიხსნა ორი ფიტნეს დარბაზი - გოგოებისთვის და ბიჭებისთვის. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო აქვეყნებს.

თელავში სპორტული კომპლექსი კერძო ინვესტიციით შენდება. ამ ეტაპზე მუშაობს ორი მცირე ზომის საცურაო აუზი (სიგრძე16; სიგანე 8 მეტრი). კომპლექსში დამატებით ორი აუზის მშენებლობა მიმდინარეობს.

კომპლექსის პარალელურად ხუთსართულიანი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც როგორც სპორტსმენებს, ასევე ტურისტებს უმასპინძლებს. სპორტული კომპლექსის მენეჯმენტს დაგეგმილი აქვს ბოულინგ ცენტრის მშენებლობაც.

ფოტო: სპორტის სამინისტრო

ფოტო: სპორტის სამინისტრო

ფოტო: სპორტის სამინისტრო