ცენტრ ემპათიის ექიმებმა კლინიკა ვივამედში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა კლინიკის დატოვების შემდეგ თქვა, სააკაშვილს მკურნალობისთვის საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ.

"არსებობს საზღვარგარეთ მულტიპროფილური ცენტრები და იქ უნდა იყოს გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი, რაც შეიძლება სწრაფად, რომ მოხდეს სწორი მკურნალობა. ეს ეხება კვებით-აღდგენით თერაპიას, რაც სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა საქართველოში და იმედი იმისა, რომ აწი განხორციელდება, არის ძალიან მცირე და ასევე ეხება ნევროლოგიას, რომელიც სამწუხაროდ, პროგრესირებს", — თქვა ჯიშკარიანმა.

ენდოკრინოლოგ ლალი ჯავაშვილის განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია. ისიც და ნევროლოგი ოთარ თოიძე ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობას ხედავენ.

მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა ვივამედში იმყოფება. ოჯახის წევრები და ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა მოსამართლემ სააკაშვილთან ცენტრი ემპათიის ექსპერტების დაშვების შუამდგომლობა 25 მაისს დააკმაყოფილა.