ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, საკვებით დატვირთული გემებისთვის პორტის დატოვების აკრძალვით, რუსეთი რისკავს იმით, "რაც მისი რეპუტაციიდან დარჩა".

ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, საკვებთან დაკავშირებული პრობლემის წინაშე დამატებით 40 მილიონი ადამიანი დგას. ამის შესახებ NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ქვეყნები უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ გამოწვევები, რომელთა წინაც ახლა დგანან, გამწვავებული კონფლიქტითა და რუსეთის აგრესიით, არის იმის გამო, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს", — თქვა მან.

ბლინკენის თქმით, გაეროში გამართული სასურსათო უსაფრთხოების სამიტის შემდეგ ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მუშაობს საკითხზე, "რათა გაარკვიოს, შეუძლია თუ არა იპოვოს გზა, რათა ბლოკადა დასრულდეს და გემებმა პორტები დატოვოს".

რუსეთი პორტებიდან ბლოკავს უკრაინული საკვების ექსპორტს ბლოკავს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, მდიტრო კულებას თქმით, სასურსათო კრიზისის მიზეზი სწორედ ისაა, რომ რუსეთი ბლოკავს პორტებს.

ამავე თემაზე: