ხშირად აღმოვჩენილვართ ისეთ სიტუაციაში, როცა რაიმეს შეძენა გვსურს, თუმცა, საამისოდ თანხა არ გვყოფნის. ან რამდენიმე სასურველ ნივთს შორის არჩევნის გაკეთება გვიწევს, რადგან იმ მომენტში საჭირო ფინანსები არ გვაქვს; ან თუნდაც ამ ეტაპზე საკუთარი თანხის დახარჯვა არ გვინდა და გვირჩევნია მომდევნო თვეებში გადავიხადოთ.

როგორც წესი, ასეთ დროს საკუთარ თავებს ვაჯერებთ, რომ არც ისე ძალიან მოგვწონს ეს ნივთი, ან ცოტა დროს მივცემთ საკუთარ თავებს ფულის შესაგროვებლად და შემდეგ შევიძენთ ან სულაც განვადებით ვიყიდით მას.

"სწორედ იმისთვის, რომ ფულის შეგროვებაზე დრო არ ვხარჯოთ ან უარი არ ვთქვათ სასურველ პროდუქტზე, გადახდის ახალი მეთოდზე "ნაწილ-ნაწილ" დავიწყეთ მუშაობა", — გვიყვება თამარ ბეღელური, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების საკრედიტო პროდუქტების სრულყოფილების Tribe-ის ლიდერი.

ნაწილ-ნაწილის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით და ამავროულად თითოეული მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით შეიქმნა".

თამარის თქმით, პროდუქტის შესაქმნელად გუნდმა მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკები შეისწავლა და არსებული ტენდენციები სრულიად მოარგო ქართულ რეალობასა და საჭიროებებს. უფრო მეტს ნაწილ-ნაწილ, თამარ ბეღელურთან ინტერვიუდან გავიგებთ:

როგორი იყო ნაწილ-ნაწილზე მუშაობის პროცესი? ვინ იყო ჩართული პროდუქტის შექმნაში?

"ნაწილ-ნაწილზე" მუშაობის პროცესი გამორჩეულად საინტერესო იყო. მის შექმნაში 10 გუნდი იყო ჩართული ტექნიკური შემადგენლობით – ბიზნეს ექსპერტები, დიზაინერები, ა.შ. თითოეული მათგანი ცდილობდა, "ნაწილ-ნაწილ" საუკეთესო პროდუქტად ექცია.

რა არის ის სარგებელი, რომლის მიღებაც ერთი მხრივ კომპანიას, ხოლო მეორე მხრივ საცალო მომხმარებელს შეუძლია ნაწილ-ნაწილისგან?

ფიზიკური პირებისთვის “ნაწილ-ნაწილ“ არის შესაძლებლობა, მიიღონ სასურველი ნივთი ან მომსახურება დღესვე, ისე რომ არაფერი გადაიხადონ და ყოველგვარი გაძვირებისა და პროცენტის დარიცხვის გარეშე, ზუსტად ნივთის/მომსახურების ღირებულება დაფარონ მომავალში. ხოლო პარტნიორი ბიზნესებისთვის ეს არის შესაძლებლობა, გაზარდონ გაყიდვები, საშუალო ჩეკის მოცულობა და მომხმარებლებს მათზე მორგებული გადახდის მეთოდი შეთავაზონ, ამით კი კონკურენტული უპირატესობა შეიქმნან.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ ამ პროდუქტის გამოყენება შეძლოს მომხმარებელმა? როდიდან იქნება ის ხელმისაწვდომი და რამდენად გადამწყვეტია კომპანიების ჩართულობა?

მომხმარებლები მობილბანკში შეძლებენ ნახონ ლიმიტი, რომელიც “ნაწილ-ნაწილ“ გადახდისთვის ექნებათ დამტკიცებული. იმ შემთხვევაში, თუ ლიმიტი არ უჩანთ, შეძლებენ იქვე მოითხოვონ, მარტივად. "ნაწილ-ნაწილ" რამდენიმე თვეში იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენი პარტნიორი ბიზნესები უკვე ჩართულები არიან და სასიხარულოა, რომ მათი მხრიდან ინტერესი დღითიდღე მატულობს. ბუნებრივია, მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია.

ნაწილ-ნაწილ გადახდას მომხმარებელი როგორც ფიზიკურ სივრცეებში, ასევე ციფრულ არხებში, ონლაინ შოპინგის დროს შეძლებს".

რა არის პროდუქტის უპირატესობა აქამდე დამკვიდრებულ გადახდის მეთოდებთან მიმართებაში? რას ცვლის ის?

აქამდე არსებული გადახდის არცერთი მეთოდი არ გვაძლევდა იმის შესაძლებლობას, ნივთის/მომსახურების ღირებულება გაგვეყო ზუსტად სამ ტოლ ნაწილად, ყოველგავრი პროცენტის გარეშე და მომავალში გადაგვეხადა. პროდუქტის კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის 45 ლარიდან ღირებულების ნებისმიერ ნივთზე ვრცელდება, მისით სარგებლობის პროცესი კი მარტივი და უნიკალურია — მომხმარებელს სრულიად დამოუკიდებლად შეუძლია მისი მართვა.

როგორია ადგილობრივი თუ უცხოური ბაზრის გამოცდილება? რამდენად არსებობს ანალოგიური პროდუქტები ადგილობრივ ბაზარზე და რა ტენდენციებია ამ მხრივ საერთაშორისო დონეზე?

მუშაობის პროცესში ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკები და ბაზრის ისეთი მოწინავე მოთამაშეების გამოცდილება შევისწავლეთ, როგორებიც არიან: Klarna, Afterpay, affirm და სხვები. ვაკვირდებოდით მათ შეთავაზებებს როგორც ფიზიკური პირებისთვის ასევე ბიზნესებისთვის, და ყველა იმ თავისებურების გათვალისწინებით შევქმენით ჩვენ რეალობაზე მორგებული უნიკალური პროცესი. ქართულ რეალობაში, სხვა არცერთი ფინანსური ინსტიტი არ გვთავაზობს ასეთ შეკრულ და უნივერსალურ პროცესს.

რა განასხვავებს ნაწილ-ნაწილს Buy now, pay later ტიპის პროდუქტებისგან? რა განაპირობებს მის ინოვაციურობას?

ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდი 3 თვეზე 3 თანაბარ ნაწილად ყოფს გადასახდელს, ყოველგვარი გაძვირების გარეშე, ასევე სავალდებულო down payment-ს არ მოითხოვს ყიდვის მომენტში, მაშინ როდესაც მაგალითად Klarna-ს buy in three ყიდვის მეთოდი, ყიდვის დრის 1/3-ის გადახდას ავალდებულებს მომხმარებელს, ხოლო დანარჩენს 2-2 კვირიანი შუალედებით ყოფს. ჩვენი პროცესი ასევე ფიზიკური სივრცეებისთვის ძალიან მრტივი და მოქნილია — ნაწილ-ნაწილის QR კოდის დასკანერებით, მომხმარებელს შეუძლია რამდენიმე წუთში იყიდოს ნებისმიერი ნივთი.

რა მოლოდინები გაქვთ პროდუქტისგან? რამდენად პოპულარული იქნება ის ქართულ ბაზარზე?

პროდუქტი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის სურვილებს და მათ აძლევს შესაძლებლობას ყველაზე ხელსაყრელი მეთოდი თავად აირჩიონ: სურვილისამებრ, მომხმარებელს შეუძლია არაფერი გადაიხადოს ნივთის ყიდვის დროს; ან ნაწილი თანამონაწილეობის სახით გადაიხადოს და ნაწილი ნაწილ-ნაწილ; ასევე, შეუძლია ონლაინ ისარგებლოს "ნაწილ-ნაწილ" ყიდვის მეთოდით, ან ფიზიკურ სივრცეებში. ვფიქრობთ, პროდუქტუს მოქნილობა და სიმარტივე იძლევა იმის საფუძველს, რომ აღნიშნული გახდეს მომხმარებლებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადახდის მეთოდი.