მას შემდეგ, რაც დანიურმა ენერგეტიკულმა კომპანია Ørsted-მა გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი თქვა, ხვალიდან, პირველი ივნისიდან გაზპრომი დანიას გაზის მიწოდებას უწყვეტს.

"ჩვენ მტკიცედ ვრჩებით ჩვენს გადაწყვეტილებაზე, უარი ვთქვათ რუბლში გადახდაზე. ჩვენ ამ სცენარისთვის ვემზადებოდით. ამიტომ, კვლავ ველით, რომ მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებას შევძლებთ", — თქვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

რუსეთმა რუბლში გადახდის გამო გაზის მიწოდება უკვე შეუწყვიტა პოლონეთს, ფინეთსა და ბულგარეთს. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ პუტინმა მარტში განაცხადა, რომ თუ "არამეგობრული" ქვეყნები რუბლში გადახდაზე უარს იტყვიან, გაზმომარაგება შეუჩერდებათ.