ეგზიტპოლი: საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გახდა
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებით, რომელიც ფრანგულმა ტელეარხმა France 2-მა ჩაატარა, მეორე ტურში, ემანუელ მაკრონმა ხმების 65,1 პროცენტი მიიღო, მარინ ლე პენმა კი - 34,9 პროცენტი. დაახლოებით იგივე შედეგი აჩვენა მეორე ფრანგული ტელეარხის, BFM-ის ეგზიტპოლმაც. მართალია, წინასწარი შედეგების გამოქვეყნება ჯერ დაწყებული არ არის, მაგრამ მსოფლიო მედია მაკრონს გამარჯვებულად ასახელებს. გამარჯვებას ზეიმობენ მაკრონის შტაბში, ლეპენის შტაბმა კი დამარცხება აღიარა, სადაც განაცხადეს: "ჩვენ 11 მილიონი ხმა მივიღეთ, რაც უპროცედენტო მაჩვენებელია. დღეს ჩვენ საფრანგეთში მთავარი ოპოზიციური ძალა ვართ". ემანუელ მაკრონს გამრჯვება უკვე მიულოცა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზეა მეიმ.
ვინ არის ემანუელ მაკრონი?
ემანუელ მაკრონი 1977 წელს, საფრანგეთში ქალაქ ამიენსში დაიბადა. იგი არც ისე რელიგიურ ოჯახში იზრდებოდა, თუმცა 12 წლის ასაკში, მისივე მოთხოვნით რომაულ კათოლიკურ ეკლესიაში მოინათლა. მან ძირითადი განათლება საკუთარ ქალაქში მიიღო, მოგვიანებით კი პარიზის ნანტერის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა, ფილოსოფიის მიმართულებით.
2014 წლიდან, მაკრონი მოქმედი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი იყო, თუმცა, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვის გამო, 2016 წლის აგვისტოში გადადგა. მანამდე, იგი ბანკში Rothschild & Cie საინვესტიციო ბანკირის პოზიციას იკავებდა.
მაკრონს, რომელსაც ამ დრომდე არჩევნებში მონაწილეობა არასდროს მიუღია, თავიდანვე აუტსაიდერად მიიჩნეოდა, თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, ხმების რაოდენობით პირველ ადგილზე, სწორედ ის გავიდა.
მაკრონი ემხრობა ევროკავშირის გაძლიერებას და მასში საფრანგეთის აქტიურ ჩართულობას. იგი ბიზნესის კუთხით ლიბერალური რეფორმების გატარების მომხრეა, ხოლო სოციალურ საკითხებზე მემარცხენე პოლიტიკას იზიარებს.
ემანულ მაკრონმა 2016 წლის აპრილში მოძრაობა En Marche (წინ) დააარსა, რასაც იგი განმარტავს, როგორც "არც მარჯვნიც და არც მარცხნივ". როგორც The Guardian წერს, მას ტერმინი "ცენტრისტი" სძულს და ურჩევნია საკუთარ თავს უწოდოს "მემარცხენე, რომელიც მზად არის მემარჯვენე იდეების მისაღებად".
არჩევნების მეორე ტური
7 მაისს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის რვა საათზე გაიხსნა. ხმის მისაცემად, დაახლოებით, 48 მილიონი ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა საღამოს ხუთი საათისთვის 65,3 პროცენტია, თუმცა ძველ შედეგებთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ დაბალია, რადგან 2012 წელს, იგი 71,96 პროცენტი, 2007 წელს კი 75,11 პროცენტი იყო.
არჩევნებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებით იყო გამკაცრებული. შუადღისას, პარიზში, ლუვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ევაკუაცია გამოცხადდა იქ, სადაც ემანუელ მაკრონისათვის სცენას ამზადებდნენ. მაკრონის შტაბის მედია კარავი ჟურნალისტებს დაატოვებინეს, პარიზის პოლიციამ კი განაცხადა რომ, ეს იყო "ჩვეულებრივი შემოწმება, რომელიც პრევენციის მიზნით ხორციელდება". მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ტელევიზიის ჩანთამ გამოიწვია ეჭვი, სადაც საბოლოოდ კამერის დამტენი აღმოაჩინეს.
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატები
არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებს მკვეთრად განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ.
ულტრა მემარჯვენე ეროვნული ფრონტის ლიდერს, მარინ ლე პენს სურს რეფერენდუმის ჩატარება, ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის გადახედვის მიზნით და ასევე, შენგენის ზონიდან გასვლა. ლე პენისგან განსხვავებით, ყოფილი ბანკირი, ემანუელ მაკრონი, ევროკავშირის გაძლიერებას ემხრობა.
პრეზიდენტის უფლებამოსილებები საფრანგეთში
საფრანგეთში პრეზიდენტი პირდაპირი გზით აირჩევა. იგი შეირაღებული ძალების მთავრსარდალია და შეუძლია მაქსიმუმ ორჯერ, ხუთი წლის ვადით გახდეს პრეზიდენტი. ასევე, მას აქვს რეფერენდუმის დანიშვნის უფლება, პარლამენტის დამტკიცების გარეშე და არის გადაწყვეტილების მიმღები პირი საგარეო პოლიტიკის ნებისმიერ საკითხში.
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
კომენტარები