კარიერის განმავლობაში მსახიობებს სხვადასხვა ფილმებსა თუ სერიალებში ერთმანეთისგან განსხვავებული პერსონაჟების როლების მორგება უხდებათ. ეს, რა თქმა უნდა, მარტივი სულაც არაა, თუმცა ზოგიერთი ვარსკვლავი ამით მაინც არ კმაყოფილდება და ერთ სერიალსა თუ ფილმში ერთდროულად რამდენიმე პერსონაჟს განასახიერებს.

წარმოგიდგენთ 8 შემთხვევას, როცა მსახიობმა ერთ ფილმში რამდენიმე პერსონაჟის როლი მოირგო:

1. რობინ უილიამსი — Mrs.Doubtfire

ფოტო: 20th Century Studios

ფილმში რობინ უილიამსი დენიელ ჰილარდის როლს ასრულებს. დენიელს ცოლი ახლახან გაშორდა. იმისათვის, რომ ბავშვებთან მეტი დრო გაატაროს, დენიელი ხანშიშესული ქალის როლს ირგებს, მის ყოფილ ცოლს კი ის ბავშვების ძიძად აჰყავს.

2. ლინდსი ლოჰანი — The Parent Trap

ფოტო: Walt Disney Pictures

ალბათ, ყველას გული დაგვწყდა, როცა გავიგეთ, რომ ჩვენს საყვარელ ტყუპებს სინამდვილეში ერთი ადამიანი — ლინდსი ლოჰანი განასახიერებდა.

3. ჰალი ბერი — Cloud Atlas

ფოტო: Giphy

ჰალი ბერიმ Cloud Atlas-ში 6 პერსონაჟი განასახიერა. თუ ეს აქამდე ვერ შენიშნე, დროა, ფილმი გადაიმეორო.

4. შონ და მარლონ ვაიანსები — White Chicks

ფოტო: Revolution Studios

კომედიურ ფილმში ძმები, შონი და მარლონ ვაიანსები FBI-ის აგენტებისა და დების როლებს ასრულებენ.

5. ამანდა ბაინსი — She's The Man

ფოტო: Paramount Pictures Studios

როცა ამანდას პერსონაჟს, ვაიოლას, ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობას ართმევენ, ის თავს საკუთარ ტყუპისცალ ძმად ასაღებს.

6. ნიკოლას ქეიჯი — Adaptation

ფოტო: Adaptation

ნიკოლას ქეიჯი ფილმში ტყუპებს განასახიერებს — ემოციურ მწერალ ჩარლისა და მის ტყუპისცალ დონალდს.

7. ჯეიმს მაკევოი — Split

ფოტო: Universal Pictures

ჯეიმსის პერსონაჟში, კევინში სინამდვილეში 23 ადამიანი იმალება. ის ამ პერსონაჟებს იმდენად კარგად განასახიერებს, ხანდახან გვავიწყდება, რომ ერთსა და იმავე მსახიობს ვუყურებთ.

8. ედი მერფი — The Nutty Professor

ფოტო: Giphy

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ედი მერფი ფილმში 6 ადამიანს განასახიერებს.