უილი გეია? — Stranger Things-ის პროდიუსერი ამ თეორიას გამოეხმაურა
ცოტა ხნის წინ Stranger Things-ის მეოთხე სეზონის პირველი ნაწილი გამოვიდა. 3-წლიანი ლოდინის შემდეგ ახალმა სეზონმა ფანების მოლოდინს გადააჭარბა და უამრავ დასამახსოვრებელ სცენასთან ერთად ახალი თეორიებითაც მოგვამარაგა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორია კი უილის სექსუალურ ორიენტაციას ეხება.
მესამე სეზონის ნახვის შემდეგ ფანების ნაწილმა იეჭვა, რომ უილი გეია. ამის მიზეზი კი უილსა და მაიკს შორის დაძაბულობა, თავიანთი მეგობრობის განხილვა და ილევენის გამო ჩხუბი გახდა. "ჩემი ბრალი არაა, რომ გოგოები არ მოგწონს", — ეუბნება მაიკი უილს.
აღმასრულებელმა პროდიუსერმა შონ ლევიმ ამ სცენასთან დაკავშირებით მაშინ განმარტა, რომ მაიკი უილის სექსუალურ ორიენტაციას კი არ განიხილავდა, არამედ იმაზე მიუთითებდა, რომ უილი და მაიკი ცხოვრების სხვადასხვა საფეხურზე იყვნენ — მაიკი მზად იყო რომანტიკული ურთიერთობებისთვის, უილი კი არა.
ამის მიუხედავად, მეოთხე სეზონის ნახვის შემდეგ ფანებს ეჭვი კიდევ უფრო გაუმძაფრდათ. თავდაპირველად მაიკსა და უილს შორის დაძაბულობაა, უილი ბრაზობს, რომ ილევენი მაიკს ბულინგის შესახებ არაფერს ეუბნება და ამბობს, რომ მაიკი ამას არ იმსახურებს. აღსანიშნავია, რომ პირველ ეპიზოდში უილი პროექტს ალან ტურინგის შესახებ აკეთებს — გენიოსის, რომელიც ჰომოსექსუალობის გამო დასაჯეს. მოგვიანებით მაიკსა და უილს შორის გულწრფელი საუბრის მომსწრენიც ვხვდებით, რომლის მიღმაც შესაძლოა რაღაც უფრო მეტი იმალებოდეს:
"ხანდახან ვფიქრობ, რომ სხვებისთვის გულის გახსნა საშიშია, იმის თქმა, თუ რას გრძნობ სინამდვილეში, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შენთვის ყველაზე ძვირფასები არიან. იქნებ სიმართლე არ მოეწონოთ?" — ეუბნება უილი მაიკს.
თეორიას იმდენი მომხრე გამოუჩნდა, რომ სერიალის პროდიუსერმა უილის სექსუალურ ორიენტაციაზე კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა:
"იმის გამხელის გარეშე, თუ რა გველის მეოთხე სეზონის მეორე ნაწილში, ვფიქრობ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ Stranger Things-ში ბევრი შემთხვევითობა არაა. თითოეულ პერსონაჟი მკაფიო მიზნითა და სტრატეგიით იქმნება. ასე რომ, თუ პირველი ნაწილის ნახვის შემდეგ შინაარსისა და პერსონაჟის "ნატეხები" იგრძენით, სავარაუდოდ, ეს შემთხვევით არ მომხდარა", — ამბობს ის.
აღსანიშნავია, რომ ამ თეორიას თავად მსახიობებიც მინიშნებებით პასუხობენ. მაგალითად, მეოთხე სეზონის გამოსვლამდე გადაღებულ ვიდეოში სერიალის რამდენიმე მსახიობი უილის სექსუალურ ორიენტაციასა და მაიკისა და ელის ურთიერთობას გამოეხმაურა:
"თუ სერიალს უყურებთ, უკვე გეცოდინებათ, რომ უილს ელი არ აინტერესებს. ის სამეგობროში სხვა ვინმეთია დაინტერესებული", — ამბობს ჰოპერის როლის შემსრულებელი, რაზეც მას მაიკის როლის შემსრულებელიც ეთანხმება.
საბოლოოდ, აშკარაა, რომ ფანების თეორიას ბევრი რამ უმაგრებს ზურგს, თუმცა სიმართლის გასაგებად მხოლოდ მეოთხე სეზონის მეორე ნაწილისთვის ლოდინი დაგვრჩენია.
ამავე თემაზე:
Stranger Things-ის მე-4 სეზონმა მოლოდინებს გადააჭარბა — ტვიტერის 15 რეაქცია
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
კომენტარები