გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს ტყის განადგურება უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ოდესმე. ადამიანების მიერ ყოველწლიურად ტყე 10 მილიონ ჰექტარზე ნადგურდება.

პრობლემის მოსაგვარებლად, MIT-ის მკვლევრებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი ლაბორატორიაში "ხის მსგავსი მცენარეული მასალის" მოსაყვანად, ნათქვამია განცხადებაში. ამას პოტენციალი აქვს გაუხსნას გზა ეკოლოგიურად სუფთა ხე-ტყის ახალ წყაროს.

მკვლევრების თქმით, ასეთი ხე შეიძლება გამოიყენონ სახლების ასაშენებლად და ასევე ეკოლოგიურად სუფთა ავეჯის შესაქმნელად.

მეცნიერებს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ მცენარეების მსგავსი მასალის შემუშავებაში. მათ ამ პროგრესს Zinnia elegans-ის მცენარეების ფოთლების უჯრედების კულტივირებით, ჩვეულებრივი დეკორატიული ყვავილით, საკვები ნივთიერებებისა და ორი განსხვავებული ჰორმონის გამოყენებით მიაღწიეს. ეს კი ნიშნავს, რომ მათ ახლა ასეთი ხის შექმნა უკვე შეუძლიათ.

მეტიც, მასალას აქვს რამდენიმე საინტერესო ახალი თვისება, რამაც შესაძლოა ის უფრო სასარგებლო გახადოს, ვიდრე ნამდვილი ხე. მასალის ზრდაში ჩართული ქიმიკატების კორექტირებით, მკვლევრებმა შეძლეს შეეცვალათ მასალის სიმტკიცე და სიმკვრივე. ასევე შესაძლებელია მისი დაბეჭდვა პრაქტიკულად ნებისმიერი ფორმით 3D ბიობეჭდვის ტექნიკის გამოყენებით.

"მეთოდის განვითარებისა და სამგანზომილებიანი სტრუქტურების გაზრდის დიდი პოტენციალი არსებობს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ ეს მცენარეული მასალები ზუსტად ისე, როგორც გჭირდებათ", — თქვა ეშლი ბეკვიტმა, MIT-ის დოქტორანტმა და ჟურნალ Materials Today-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის წამყვანმა ავტორმა.

გუნდი ახლა ცდილობს გაარკვიოს შეიძლება თუ არა ერთი და იგივე მეთოდის გამოყენება სხვადასხვა სახეობებზე, როგორიცაა ფიჭვი.

"ტყე გასაოცარი იარაღია, რომელიც გვეხმარება კლიმატის ცვლილების მართვაში, ამიტომ ამ რესურსების მაქსიმალურად სწორედ გამოყენება უმნიშვნელოვანესი იქნება მომავალში", — ამბობენ მკვლევრები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.