2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებულმა უკრაინულმა ჯგუფმა KALUSH ORCHESTRA-მ მოგებული პრიზი აუქციონზე $900 ათასად გაყიდა. მიზანი ომში უკრაინული ჯარის დახმარება იყო, ამიტომ ჯილდოს გაყიდვის შედეგად მიღებული თანხით ქვეყანამ სამხედრო ძალებისთვის დრონები შეიძინა. დრონებს ომში აქტიურად იყენებენ, როგორც დაზვერვისთვის, ასევე იარაღად.

ბროლის მიკროფონი ბენდმა ფეისბუქის საშუალებით გაყიდა. პრიზის აუქციონზე გატანის გადაწყვეტილება მათ ევროვიზიის მოგებიდან მალევე მიიღეს. აღსანიშნავია, რომ კონკურსის ორგანიზატორების თქმით, KALUSH ORCHESTRA ახალ პრიზსაც მიიღებს.

სხვათა შორის, რომ ჯილდოს გაყიდვის დროს ჯგუფი საქველმოქმედო კონცერტს მართავდა გერმანიის დედაქალაქში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან.

ფოტო: EBU

კონცერტზე სიტყვის გამოსვლისას ჯგუფის წევრმა ოლეჰ პსიუკმა ხალხს მოუწოდა, არ შეეგუონ ომს, რომელმაც 4 ათასზე მეტი მშვიდობიანის სიცოცხლე შეიწირა. ამასთან, უკრაინის 14 მილიონზე მეტი მცხოვრები დევნილად ან ლტოლვილად იქცა.

"ვფიქრობ, [გამოცემების] პირველ გვერდებზე უნდა იყოს ეს მანამდე, სანამ მშვიდობა არ დადგება", — განაცხადა პსიუკმა.