ახლახან საქართველოში ჩაის პრემიუმ ბრენდის, "დილმას" რჩეული ხაზის პროდუქცია გამოჩნდა. ის სხვადასხვა სიძლიერის, გემოს, ხილისა და მცენარეების არომატებით გამდიდრებულ ცეილონის ჩაის ტიპებს მოიცავს. ყველა მათგანი ხელით დაკრეფილი, ჩაის რჩეული ფოთლებისა და ყლორტებისგან მზადდება და არ შეიცავს არაბუნებრივ დანამატებს.

ფოტო: ევროპროდუქტი

ჩვენ "დილმას" მრავალფეროვანი ასორტიმენტის აღმოჩენაში დაგეხმარებით – მოგიყვებით თითოეულ მათგანზე და მის სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებასაც გასწავლით. დღეს, Ceylon Green Tea-სა და Fragrant Jasmine Green Tea-ზე მოგიყვებით.

ფოტო: ევროპროდუქტი

მწვანე ჩაის სუფთა გემო და მწვანე ჩაი ჟასმინით

სუფთა მწვანე ჩაის გემოს მოყვარულებს "დილმა" Ceylon Green Tea-ს სთავაზობს. ის თავისუფალია სხვა მცენარეებისა თუ ხილის არომატებისგან და აქვს ჩაის ამ სახეობისთვის დამახასიათებელი ნამდვილი, ოდნავ მოტკბო გემო. მათ კი, ვისაც მწვანე ჩაისა და სხვა არომატების კომბინაცია უყვართ, აუცილებლად უნდა დააგემოვნონ "დილმას" Fragrant Jasmine Green Tea. ის ჟასმინის ყვავილის ფურცლებით არის გამდიდრებული, აქვს ზომიერად მოტკბო და რბილი გემო და არის ძალიან სურნელოვანი.

Ceylon Green Tea და Fragrant Jasmine Green Tea უმჯობესია ჭამისას ან მის შემდგომ დალიოთ, რადგან მწვანე ჩაი იდეალურია საკვების მონელებისთვის. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ის განსაკუთრებით სალათებსა და ზღვის პროდუქტებს უხდება.

ფოტო: ევროპროდუქტი

შრი-ლანკაში მწვანე ჩაი ბევრი მზარეულის ინსპირაციაა. მას ხშირად საკონდიტრო ნაწარმში იყენებენ. ჩაის პაკეტებს პირდაპირ დებენ წამოდუღებულ კრემში და მწვანე ჩაისა და ჟასმინის გემოთი ამდიდრებენ. ასევე, შეგიძლიათ დაყენებული ჩაი გააგრილოთ, კუბებად გაყინოთ და ცივ სასმელებში ჩაყაროთ.

ბოლოს კი, კოქტეილის ერთ მარტივ რეცეპტსაც გასწავლით. დააყენეთ "დილმას" მწვანე ჩაი, გააგრილეთ, ჩაწურეთ მასში ლიმონის წვენი, დაუმატეთ თაფლი და კივი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. ამ კომბინაციით გემრიელთან ერთად, ჯანსაღ სასმელსაც მიიღებთ.

Ceylon Green Tea-ს, Fragrant Jasmine Green Tea-სა და "დილმას" რჩეული ხაზის ჩაის სხვა ტიპებს ევროპროდუქტის მაღაზიათა ქსელში, ასევე დიდ სუპერმარკეტსა და ჰიპერმარკეტში შეიძენთ. მიირთვით ის ტრადიციული ფორმით, ჩაატარეთ ექსპერიმენტები და "დილმასთან" ერთად აღმოაჩინეთ ჩაის მრავალფეროვანი დანიშნულება.

ფოტო: ევროპროდუქტი

შრი-ლანკური კომპანია "დილმა" 1985 წელს დაფუძნდა და მალევე იქცა ნამდვილი ცეილონის ჩაის მთავარ მწარმოებლად. ის 35 წელზე მეტია შრი-ლანკაში – ნომერ პირველ, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ხარისხის ჩაის ქმნის.