გაფრთხილება: სტატია შეიცავს სპოილერებს.

თითქმის სამწლიანი ლოდინის შემდეგ, როცა მოთმინება თითქმის ყველას ამოგვეწურა, როგორც იქნა, Stranger Things-ის მეოთხე სეზონის პირველი ნაწილი გამოვიდა. სერიალის ნახვამდე ყველას ერთი ეჭვი ღრღნიდა: შეძლებდა თუ არა ნეტფლიქსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ჩვენი იმედების გამართლებასა და უკეთესი ისტორიის შემოთავაზებას. გულშემატკივართა უმეტესობა პირველი ეპიზოდის ჩართვისთანავე დარწმუნდა, რომ წინ საოცარი თავგადასავალი გველოდა.

საშინელებათა ჟანრის ახალი ელემენტები, ახალი და დასამახსოვრებელი პერსონაჟები, ემოციური სცენები და მოულოდნელობებით აღსავსე ისტორია — მეოთხე სეზონის პირველმა ნაწილმა მოლოდინებს გადააჭარბა და მაყურებელი აღფრთოვანებას ვერც ტვიტერზე მალავს.

მეოთხე სეზონის მეორე ნაწილი პირველ ივლისს გამოვა. მანამდე კი წარმოგიდგენთ 15 ტვიტს, რომელიც Stranger Things-ის მეოთხე სეზონზე ჩვენს რეაქციებს ერთი ერთში აღწერს:

1. "Stranger Things-ის ახალი სეზონი კონტექსტის გარეშე"

2. "მოკლედ, არასდროს ენდოთ 001-ს"

3. "კაცებმა ბოდიში უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ სტივ ჰარინგტონები არ არიან"

4. "როგორ მივრბივარ ყურსასმენების ასაღებად ჩემი ძვირფასი ცხოვრება რომ გადავარჩინო, რადგან კარგად ვიცი, რომ ვექნასგან საფრთხე მემუქრება ჩემი 10383828 გადაუჭრელი ტრავმის გამო"

5. "როგორ გამოვიყურები მას შემდეგ, რაც Stranger Things-ის მეოთხე სეზონს თავიდან ბოლომდე ერთ დღეზე ნაკლებ დროში ვუყურე"

6. "ჩვენ ყველა Stranger Things-ის მეოთხე ეპიზოდის ნახვის შემდეგ"

7. "მე Stranger Things-ის მეოთხე სეზონის პირველი ეპიზოდის ნახვის შემდეგ"

8. "ეს Stranger Things-ის მეოთხე სეზონის საუკეთესო სცენაა. დაძაბულობა, მუსიკა, სიმბოლიზმი. ამ სეზონში მაქსის პერსონაჟი ძალიან კარგადაა დაწერილი"

9. "ვექნას მთლიანი ისტორია საუკეთესო რამაა, რაც Stranger Things-ს შეუქმნია. საუკეთესო გზაა ბოროტმოქმედის წარსულის შესაქმნელად"

10. "100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ აბორტს ეწინააღმდეგება და ანტივაქსერია"

11. "არასდროს ვაპატიებ იურის ჩემი კაცისთვის ამ ბედნიერების წართმევას"

12. "მშობლები ბავშვებს 3 სეზონის განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდნენ. მშობლები ამ სეზონში:"

13. "ბოდიში, მაგრამ ციგურების ინციდენტი სამართლიანია"

14. "მეორე ნაწილში ედის რომ რამე მოუვიდეს, გავგიჟდები. ის უსაფრთხოდ უნდა იყოს, ცოცხალი უნდა იყოს და სტივს, რობინსა და ნენსის ემეგობრებოდეს"

15. "როგორ ველოდები [მეოთხე სეზონის] მეორე ნაწილს"