ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ცნობით, უკრაინელმა მებრძოლებმა ოკუპანტებს ლისიჩანსკ-ბახმუტის მაგისტრალიდან უკან დაახევინეს და განდევნეს ისინი ტოშკოვკადან. მის კომენტარს უკრაინული მედია ავრცელებს.

"კამიშევახის მახლობლად პოპასნაიას მიმართულებით მტერი 2 კილომეტრით უკან დავხიეთ, ლისიჩანსკ-ბახმუტის გზატკეცილი ახლა ნაკლებად ექვემდებარება ცეცხლს. ტვირთი მოძრაობს", — აცხადებს ის.

მისივე თქმით, სევეროდონეცკი კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშაა და უკრაინელი დამცველები ტოშკოვკაშიც გამაგრდნენ.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.