ჩუღურეთში ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ. როგორც ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი ტელეკომპანია ფორმულასთან ჰყვება, თავდაპირველად, მას ერთი ადამიანი ემუქრებოდა, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახა.

მისი თქმით, ინციდენტი გაგრძელდა გამომძიებლების წასვლის შემდეგაც. ის ჰყვება, რომ მოგვიანებით თავდამსხმელი 30-მდე კაცთან ერთად მივიდა და სხვა ტრანსგენდერ ქალებსაც დაესხნენ თავს.

On.ge-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს.