უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვიქტორ ანდრუსივის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის თანამედროვე ტანკების 30% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

"უკრაინასთან ომამდე, რუსეთს, დაახლოებით, 3 000 თანამედროვე ტანკი ჰქონდა, ახლა კი, 30%-ზე მეტი უკვე გაანადგურეს ჩვენმა მებრძოლებმა ომის სამი თვის განმავლობაში. 6 თვეში ეს რიცხვები მხოლოდ გაიზრდება", — განაცხადა მან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, 29 მაისის მონაცემებით, ოკუპანტებმა 1 338 ტანკი დაკარგეს. ამასთან, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 30 150 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.