ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ბრატჩუკის განცხადებით, იმდენი HARPOON (რაკეტის ტიპი) გადასცეს, რომ რუსეთის "შავი ზღვის მთელი ფლოტის ჩაძირვა შეუძლიათ". მისი თქმით, ამერიკელი ექსპერტების დასკვნით, ავიამზიდის წყობიდან გამოსაყვანად, მას HARPOON-ის 5 რაკეტა უნდა მოხვდეს, კრეისერის გასანადგურებლად საკმარისია 4 რაკეტა.

"ახლა გადმოგვეცა იმდენი Harpoon, რომ ჩვენ შეგვიძლია რუსეთის ფედერაციის მთელი შავი ფლოტი ჩავძიროთ. რატომაც არა?", — წერს ის.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ დანიიდან დაიწყო Harpoon-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მიღება, ხოლო აშშ-დან თვითმავალი Howitzers. რეზნიკოვის თქმით, Harpoon-ის რაკეტების მიწოდება რამდენიმე ქვეყნის თანამშრომლობის შედეგია.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.