ღია პროგრამული უზრუნველყოფის საერთაშორისო კომპანია SUSE საქართველოს ბანკთან წარმატებული პარტნიორობის შესახებ სტატიას აქვეყნებს. SUSE ღია წყაროების კუთხით პიონერია და მისი ისტორია 1992 წლიდან იწყება. ამ დროის შემდეგ SUSE-მა არაერთი საერთაშორისო პარტნიორის ციფრულ ტრანსფორმაციაში შეიტანა წვლილი და დღემდე მისი მისია კომპანიების ინოვაციურობის უზრუნველყოფაა. გთავაზობთ სტატიის თარგმანს, რომელშიც SUSE საქართველოს ბანკის ციფრულ გზას მიმოიხილავს.

საქართველოს ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს საბანკო და ფინანსური სერვისებით უზრუნველყოფს. კომპანია, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე 250 უდიდეს და ყველაზე წარმატებულთა რიცხვში მოხვდა, 21.8 მილიარდი ლარის (7.1 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების აქტივებს მართავს. მასში 6 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და მან თავისი ციფრული საბანკო სერვისებით გაითქვა სახელი. ბანკის პოპულარული მობილური და ციფრული აპლიკაციები 700 IT პროფესიონალის მიერაა შექმნილი, რომლებიც ასევე პასუხისმგებელნი არიან კომპანიის ძირეულ საბანკო სისტემაზე, ციფრულ არხებზე, გადახდების არხებზე და ა.შ.

"2017 წელს საქართველოს ბანკის IT გუნდმა დავიწყეთ იმის შეცვლა, თუ როგორ აღვიქვამდით საკუთარ თავს", — ამბობს ვაჟა მანტუა, საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. "ჩვენ არამხოლოდ ბანკი, არამედ ტექნოლოგიური კომპანიაც ვართ", — დასძენს ის SUSE-თან საუბრისას.

საქართველოს ბანკის მიზანდასახულობამ, მომხმარებელი საუკეთესო სერვისებით უზრუნველყოს, კომპანია მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, თავისი პროცესები და აპლიკაციები პორტატიულ მიკროსერვისებად გარდაექმნა. განვითარების დაჩქარებისა და ხუთ წელიწადში ქლაუდისთვის მზაობის მიზნით, ბანკი Kubernetes-ის (ღია სისტემა პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვისთვის, მართვისა და მასშტაბირებისთვის) მართვის გამოსავალს ეძებდა, რომელსაც მისი კომპლექსური გარემოს მხარდაჭერა შეეძლო. Kubernetes-ის სამართავად კომპანიამ SUSE Rancher აირჩია. შედეგად, ბანკმა მიიღო დამუშავების 5-ჯერ მაღალი სიჩქარე, გაზრდილი ეფექტიანობა და უსაფრთხოება, რაც ახალი და ინოვაციური სერვისების განვითარებას აჩქარებს.

უფრო კონკრეტულად, პროდუქტ SUSE Rancher-ის დანერგვამ შემდეგი ხელშესახები შედეგები მოუტანა ბანკს:

  • 4-5-ჯერ სწრაფი დამუშავების დრო;
  • ნულოვანი ხარვეზები მოთხოვნის პიკის დროს;
  • სისტემის მასშტაბირება ავტომატურად, მოთხოვნის შესაბამისად;
  • კომპლექსური გარემოს ცენტრალიზებული მართვა;
  • პლატფორმაზე შესვლის ავტომატური და ცენტრალური სისტემა, რომელიც პრობლემის აღმოფხვრას ამარტივებს.

გარდაქმნა ციფრულ ბანკად

ადრეულ 2000-იან წლებში, როდესაც საქართველოს ბანკმა თავისი IT ინფრასტრუქტურა შექმნა, კომპანიის მიზანი ბანკის ოპერატორების მხარდაჭერა იყო, რომლებიც სტანდარტულ საათებში მუშაობდნენ. მაგრამ, 2010 წლიდან, როდესაც მობაილ ბანკინგსა და საბანკო სერვისებზე მოთხოვნა გაიზარდა, IT გუნდმა იმუშავა, რათა ბანკის მომხმარებლებისთვის გამორჩეული გამოცდილება შეეთავაზებინა.

თუმცა, ამ ინფრასტრუქტურის შენარჩუნება დიდ დროსა და ფინანსებს მოითხოვდა და უამრავი ადამიანის მიერ სამუშაოს ხელით შესრულებას საჭიროებდა. როგორც ინოვაციების ერთგულმა ბიზნესმა, საქართველოს ბანკმა იცოდა, რომ მათი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა განვითარების სიჩქარის მატებისთვის უნდა გაფართოებულიყო.

"მოთხოვნის პიკის დროს ბევრი გამოწვევა გვხვდებოდა“, — განაცხადა მანტუამ. "ჩვენი ძირითადი საბანკო სისტემა მოხმარების პიკის დროს გამართულად მუშაობას ვერ უზრუნველყოფდა. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მასშტაბის გაზრდა გვჭირდებოდა".

"როგორც ბანკს, გვაკისრია პასუხისმგებლობა, დავიცვათ ჩვენი მომხმარებლების ინფორმაცია. შესაბამისად, უსაფრთხოების ძალიან მკაცრი მოთხოვნები გვაქვს", — განაცხადა ვაჟა ფირცხალაიშვილმა, საქართველოს ბანკის ინჟინერიის განყოფილების ხელმძღვანელმა. "გვინდოდა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი ერთი ადგილიდან გვემართა, იქნებოდა ეს ქსელის პოლიტიკა, ხელმისაწვდომობა თუ უბრალოდ სერვისების დაცვა".

ამ გამოწვევების უფრო სწრაფად მოსაგვარებლად, კომპანიამ დაიწყო საკუთარი თავის გარდაქმნა ტრადიციული ბანკიდან ციფრული ბანკინგის კომპანიად, რომელსაც DevOps მეთოდოლოგიებისა და მიკროსერვისების მხარდაჭერა ექნებოდა.

"ძალიან დიდ IT გარემოს ვმართავთ — ჩვენს ძირითად ბანკინგის სისტემაში ორ მილიონზე გრძელი კოდის ხაზი გვაქვს", — ამბობს მანტუა. "ასე რომ, გადავწყვიტეთ, ძირითადი ბანკინგის სისტემა მიკროსერვისებად გაგვეყო და ახალი, ინოვაციური შეთავაზებების მიწოდება დაგვეჩქარებინა".

"Kubernetes-ისა და SUSE Rancher-ის საშუალებით გვაქვს მასშტაბი და მაღალი ხელმისაწვდომობა, რომელიც ჩვენი მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის გადაწყვეტების მიწოდებას უზრუნველყოფს", — უყვება ვაჟა მანტუა SUSE-ს.

Kubernetes-თან და SUSE Rancher-თან თანამშრომლობა

ბანკის მოთხოვნებისთვის შესაბამისი Kubernets ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და Kubernetes-ის მართვის გამოსავლების მისაღებად, საქართველოს ბანკსა და IT საკონსულტაციო ფირმას — High-Tech Solutions-ს (HT Solutions) შორის თანამშრომლობა შედგა. Kubernets ინფრასტრუქტურას მაღალი ხელმისაწვდომობა, მასშტაბი და მობილურობა უნდა უზრუნველეყო.

"SUSE Rancher-ის არჩევის მთავარი მიზეზი ისაა, რომ Kubernetes-ის გარდა ის დამატებით ფუნქციებს გვთავაზობს და ის შესაძლებლობები, რომელსაც ის მეწარმეთა მხარდამჭერისთვის იძლევა, ჩვენთვის მისაღებია", — განაცხადა მანტუამ.

SUSE Rancher-ის ერთ-კვანძიანი სალიცენზიო სტრუქტურა IT დეპარტამენტის გაფართოების საშუალებას დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე იძლევა, იქნება ეს ფიზიკურად თუ ქლაუდზე. ეს გუნდს ინოვაციებისა და ექსპერიმენტების თავისუფლებას აძლევს.

"ზოგიერთი მომწოდებელი ზედმეტად მეტ ფუნქციას ამატებს", — აღნიშნა ფირცხალაიშვილმა. "SUSE Rancher კი ჩვენთვის საჭირო ფუნქციებს გვთავაზობს, უფრო მოქნილია და დამატებით ხელსაწყოებსაც გვაწვდის, რომელიც ცხოვრებას გვიმარტივებს".

"Kubernetes და SUSE Rancher ისეთი ტიპის მოქნილობას უზრუნველყოფენ, რომელიც კომპლექსური, ჰიბრიდული გარემოს სამართავად გვჭირდება. ეს უკანასკნელი ჩვენს მონაცემთა ცენტრში პორტატიულ მიკროსერვისებზე მუშაობს", — დაამატა მანტუამ.

საქართველოს ბანკის გუნდი ამ შედეგის მიღწევას რეკორდულ დროში HT solutions-ის კოლეგებს მიაწერს: "High-Tech Solutions-ის ინჟინერთა გუნდს წარსულში დიდი Kubernetes-ის განთავსებისა და SUSE Rancher-ის მიმართულებით ჰქონდა გამოცდილება. ამ გუნდის წყალობით, წინასწარ ბევრი კვლევის ჩატარება არ დაგვჭირდა, ამან კი პროცესი საგრძნობლად დააჩქარა".

ქლაუდისთვის მზა მომავალი

Kubernetes-ისა და SUSE Rancher-ის დანერგვის შემდეგ, ბანკის ინფრასტრუქტურა უფრო სწრაფი და უსაფრთხო გახდა. იგი თანამშრომლების მინიმალური ჩართულობით მუშაობს. "აქამდე, ჩვეულებრივ ადმინისტრაციულ დავალებებზე ერთ დღეს ვხარჯავდით", — ამბობს მანტუა. "ახლა ამ საქმეების შესასრულებლად რამდენიმე საათიც კი საკმარისია".

სიჩქარე და მოქნილობა

SUSE Rancher-ში ჩაშვებული მულტიკლასტერის, მიკროსერვისებზე დაფუძნებული გარემოს გაუმჯობესებით, ბანკის DevOps გუნდს შეუძლია თავისი აპლიკაციები განაცალკევოს და იზოლირებულად მართოს ისინი. ამავდროულად, იგი აპლიკაციებს ცენტრალური მართვის პლატფორმაში ერთმანეთის გვერდით ინარჩუნებს.

გუნდს ახლა აქვს საშუალება, შექმნას ახალი აპლიკაციები, რომლებსაც გაფართოება ნებისმიერ მომენტში შეუძლია. მათი მართვა და განახლება ძირეული ინფრასტრუქტურიდანაა შესაძლებელი, რაც მეტ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

ბანკის სისტემები ახლა 4-5-ჯერ უფრო სწრაფად მუშაობს, გუნდს კი აქვს მეტი თავისუფლება, დანერგოს სიახლეები ან განაახლოს უკვე არსებული.

"როდესაც აპლიკაციის ახალ ვერსიას ვქმნით, გვინდა იგი მომხმარებლებს იმდენად სწრაფად, უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მივაწოდოთ, რამდენადაც შესაძლებელია", — ამბობს ვაჟა ფირცხალაიშვილი. "Kubernetes და SUSE Rancher საშუალებას გვაძლევს, ეს განახლებები მომხმარებლისთვის შეუმჩნეველი გავხადოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია".

გაზრდილი ეფექტიანობა და ავტომასშტაბირება

SUSE Rancher-ით აღჭურვილ გუნდს ახლა შეუძლია, რამდენიმე ძირეული პროცესის ავტომატიზაცია მოახდინოს. ეს დეველოპერებს მისცემს საშუალებას, ნაკლები დრო დახარჯონ ადმინისტრაციულ საკითხებზე და მეტი ყურადღება მიაქციონ ინოვაციებს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენმა კრიტიკულმა სისტემებმა ავტომატურად გაზარდონ ან შეამცირონ პროდუქტიულობის სიმძლავრე", — ამბობს ფირცხალაიშვილი. "Kubernetes გვაძლევს საშუალებას, მომხმარებელთა დინამკიურ ნაკადებს შეუფერხებლად, ხელსაყრელი რესურსებით მოვემსახუროთ. ყველა სიკეთესთან ერთად, მისი საშუალებით, ჩვენს IT ინფრასტრუქტურას პრობლემების აღმოფხვრა (თვითაღდგენა) და ადამიანის ჩარევის გარეშე, ბიზნესის საჭიროების შესაბამისად მასშტაბირება შეუძლია".

"ახლა ნაკლები რესურსის გამოყენება გვიწევს", — განაგრძობს ფირცხალაიშვილი. "ახლა ჩვენი ინფრასტრუქტურა ისეა შექმნილი, რომ თუ მოთხოვნა რყევას დაიწყებს, მისი მასშტაბი, საჭიროებისამებრ, ავტომატურად გაიზრდება ან შემცირდება. სისტემა ძალიან მოქნილი და სწრაფია. მან ჩვენი რესურსების ძალიან დიდი ნაწილი გამოათავისუფლა".

უსაფრთხოება და ხილვადობა

SUSE Rancher დეველოპერებს თვითონ არქიტექტურასთან აახლოებს. აქედან გამომდინარე, წვდომის კონტროლისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ავტომატიზაცია კომპანიისთვის ნაკლებ დროსა და მეტ განვითარებას ნიშნავს.

ამ წესების სწორად შესადგენად და არქიტექტურაში უსაფრთხოების პოლიტიკის დასანერგად, პროექტის ლიდერებმა ბანკის IT უსაფრთხოების გუნდთან ერთად იმუშავეს.

"Kubernetes არასაჭირო ჰორიზონტალური ტრაფიკის პრევენციას ახდენს, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი სარგებელია", — დასძენს მანტუა და აღნიშნავს, რომ "დეველოპმენტის გუნდს ასევე მოსწონს ლოგირების სისტემა, რადგან ის, რაც პრობლემის გადასაჭრელად სჭირდებათ, ერთ ადგილასაა თავმოყრილი. ეს დეველოპერებს ხარვეზების აღმოჩენასა და მათ სწრაფად აღმოფხვრაში ეხმარება".

საქართველოს ბანკის მომავალი

მიუხედავად სწრაფი პროგრესისა, საქართველოს ბანკში ცდილობენ, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ მზაობას ქლაუდისთვის.

"ჩვენ ჩვენი აპლიკაცია შედარებით მცირე ზომის მიკროსერვისებად დავყავით, თუმცა, იქამდე, სანამ იგი ქლაუდისთვის გამზადდება, მათი დაყოფა კიდევ შეიძლება", — ამბობს ფირცხალაიშვილი. "ჩვენი მიკროსერვისების განთავსებას შევძლებთ ყველგან, სადაც მოგვინდება და ისინი იდეალურად იმუშავებს. ამ მიმართულებით, ყველაზე დიდი სარგებელი ჯერ კიდევ წინ გვაქვს".