საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 28-29 მაისს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა და მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის მიწის გადაცემის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

მათივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

ღარიბაშვილმა 19 იანვარს განაცხადა, რომ ორდანიის მეფისა და პრინცის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მდინარე იორდანესთან მიწა გადაეცა. როგორც მან თქვა, ამ ადგილას ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.