უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასი კვლავ უკრაინული იქნება. ამის შესახებ პირობა სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში რუსული ძალების ნელი წინსვლის პარალელურად დადო.

"ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი თავდაცვა, გავზარდოთ ჩვენი წინააღმდეგობა და დონბასი კვლავ უკრაინული გახდება. თუნდაც იმ ტანჯვისა და ნგრევის მიუხედავად, რასაც რუსეთი დონბასს მოუტანს, ჩვენ აღვადგენთ ყველა ქალაქს, ყველა თემს. რეალური ალტერნატივა არ არსებობს", — ამბობს ის.

25 მაისს ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ თქვა, რომ ლუგანსკის ტერიტორიის 95% ოკუპირებულია და დონბასში სიტუაცია უკიდურესად ცუდია.

გაიდაის განცხადებითვე, უკრაინელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჯამში 400 000 მოქალაქე რჩება, რომელთა 99%-ს ტერიტორიის დატოვება არ სურს.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში