თამარ კორძაია

27 May. 2022, 22:50

ბატონო რატი, რომ გისმენდით ამ დაღლილზე, ციხეში ყოფნა მომინდა ისეთი ზღაპრული სამყარო აგვიღწერეთ. მე გულწრფელად მჯერა თქვენი სურვილების, რომ რეფორმა ჩაატაროთ და პენიტენციური სისტემა იყოს უკეთესი. ასევე, მჯერა, რომ თქვენ ბევრს აკეთებთ ამისთვის, მაგრამ არის ერთი პატიმარი, რომელიც არ მოგცემთ თქვენი კარიერის კარგად დასრულების შესაძლებლობას და ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ეს ერთი საკმარისია იმისათვის, რომ განადგურდეს თქვენი კარიერა, როგორც მინისტრის. წერილები, რომელსაც გწერთ და თქვენ პასუხობთ, აქ თქვით, რომ იცავთ და პატივს სცემთ რეგლამენტს, 15 დღიანი ვადის ნაცვლად დღეს მომწერეთ პასუხი, იმიტომ, რომ დღეს აქ მოდიოდით, ეს პასუხი არ არის პასუხი. 

სამწუხაროდ, ორი წუთი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გავშალო და წინადადებით აგიხსნათ, რა უპასუხისმგებლობაა ოფიციალურ წერილებზე, რასაც მწერთ ის. შერჩევითი დამოკიდებულება პერსონალურ მონაცემებთან — ყველა წერილში გიხსნით,რომ პროფესიული საიდუმლოების ფარგლებში მზად ვარ დავიცვა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემები იმ ფონზე, როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ, რომ თქვენ კლავთ მიხეილ სააკაშვილს. თქვენ არ გინდათ, მე ერთ პარლამენტის წევრს დამიმტკიცოთ, რომ არ კლავთ, მაგრამ როცა ჩათვლით რომ საჭიროა, მზად ხართ, პერსონალური მონაცემები გაასაჯაროვეთ. იმიტომ, რომ თქვენ ასე გჭირდებათ. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ერთი პატიმარი თქვენს კარიერას გაანადგურებს. კიდევ მაინტერესებთ პასუხი, რომელზეც არ მიმიღია პასუხი — როდესაც უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ გთხოვათ უკრაინის ჯანდაცვის ექიმების შეგზავნა, რა უპასუხეთ ოფიციალურად, წერილობით რა პასუხი გაეცით მას, ამაზე მიპასუხეთ ძალიან გთხოვთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი — უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა
  2. რას მალავს მოსამართლე, რომელმაც ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  3. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  4. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  5. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ

ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, იმიტომ რომ ხედავს ჩვენს რაოდენობას. ამიტომ თხოვნაა, შევინარჩუნოთ ეს ერთობა და არ…