ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ მზადაა, უკრაინასთან პატიმრების გაცვლის საკითხი განიხილოს. მისივე თქმთ, მოსკოვი ბუნებრივი აირის მიწოდების ვალდებულებებს შეასრულებს.

როგორც Reuters წერს, ნეჰამერმა ჟურნალისტებთან ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც პუტინთან 45 წუთიანი საუბარი ჰქონდა.

"მართლაც არის თუ არა მზად მოლაპარაკებებისთვის, ეს რთული საკითხია" — თქვა ავსტრიის კანცლერმა.

კითხვაზე, თუ რა უპასუხა პუტინმა გაზის მიწოდების შესახებ, ნეჰამერი ამბობს, რომ პუტინმა წამოჭრა საკითხი ამასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ყველა არსებული შეკვეთა ქვეყანას სრულად მიეწოდება.

ავსტრიის კანცლერი 10 აპრილს უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 11 აპრილს კი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა. ნეჰამერი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პირველი ლიდერია, ვინც ომის დაწყების შემდეგ, პუტინს მოსკოვში შეხვდა.