ოც მილიონად, რომელიც სამ წელში დაკარგეთ, ოც ნობელის პრემიის ლაურეატს დავიქირავებდი მთავრობაში სამუშაოდ — გოცირიძე დავითაშვილს
"ოც მილიონად, რომელიც სამ წელიწადში დაკარგეთ, ოც ნობელის პრემიის ლაურეატს დავიქირავებდი და მთავრობას დავნიშნავდი ნობელიანტებით და თქვენ დაგნიშნავდით მათ თანაშემწეებად", — ასე მიმართა პარლამენტის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს პარლამენტში გამოსვლისას.
რომან გოცირიძის თქმით, 2019-2021 წლებში მთავრობამ მიზნობრივი საინვესტიციო სესხები ვერ აითვისა, რის გამოც 20,2 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა. დეპუტატი ამბობს, რომ აქ კორუფციის ნიშნებიც იკვეთება.
"მიზნობრივი საინვესტიციო სესხები აიღო მთავრობამ და 2021 წელს 12 სხვადასხვა პროექტიდან ქვეყანამ იზარალა 5,8 მილიონი ლარი. აიღეთ 12 სესხი, ვერ აითვისეთ და დაგაჯარიმეს. ეს არ არის თავმოუბმელობა, ეს არის დანაშაული, რადგან აქ კორუფციული ნიშნებიც იკვეთება. კორუფციული იმიტომ, რომ თქვენ არასდროს საქმეს გასაკეთებლად არ მისცემთ სხვას, თუ ეს არ არის თქვენი კომპანია და ის არ არის დაკავშირებული ხელისუფლებასთან.
2021 წელს 5,8 მილიონით დაგვაჯარიმეს, სესხი ვერ ავითვისეთ, 2020 წელს — 9,6 მილიონით, 2019 წელს 4,8 მილიონით. მხოლოდ სამი წლის განმავლობაში 20,2 მილიონი ლარის ჯარიმა გადაგვახდევინეს კრედიტორებმა იმის გამო, რომ სესხი აიღეთ და არაფერი გააკეთეთ", — თქვა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძემ კონკრეტული საინვესტიციო პროექტებიც დაასახელა და თქვა, რომ ინტერნეტიზაციის პროექტში თანხის ნაწილობრივ ათვისების გამო სახელმწიფოს ჯარიმა დაეკისრა.
"ინტერნეტიზაციის პროექტი 2,1 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო ათვისებული შარშან, აითვისეთ მხოლოდ 187 000 ლარი და ჯარიმა იყო 325 000 ლარი. ასევე, ბაკურიანის გათოვლიანების ახალი სისტემის მოწყობა, რომელზეც გამოაცხადეთ ტენდერი და მოაგებინეთ კომპანიას, რომელსაც უნდა გადაუხადოთ 100 მილიონი ლარი. მეორე საერთაშორისო, იტალიურმა კომპანიამ, რომელმაც 8 მილიონი ლარით ნაკლები შემოგთავაზათ, ამოაგდეთ და ამ ადამიანმა, ანდრიას ლამბახერმა მედიასთან კორუფციაშია დაგდოთ ბრალი", — თქვა დეპუტატმა.
რომან გოცირიძეს პასუხად ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ინტერნეტიზაციის პროექტის შეფერხებისთვის პროცენტი დარიცხულია მსოფლიო ბანკის პროცედურების მიხედვით და საქართველოს ჯარიმა არ გადაუხდია.
"კონკრეტული სესხი, რომელიც უკავშირდებოდა Open Net-ის პროექტს ეს იყო რეალურად საპროცენტო განაკვეთი მთლიან, მრავალმილიონიან პროექტზე. შეფერხება გამოიწვია იმან, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა მომხდარიყო მთლიანი პროექტის შეფასება და რა თქმა უნდა კონკრეტულ ლოტზე პროცენტი დარიცხულია მსოფლიო ბანკის პროცედურების მიხედვით, მაგრამ არანაირი ჯარიმა, ხაზგასმით ვამბობ, საქართველოს სახელმწიფოს არ გადაუხდია.
რაც შეეხება ბაკურიანის გათოვლიანების პროგრამას, კომპანია, რომელზეც საუბრობდით, მან საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა", — თქვა ლევან დავითაშვილმა.
აუდიტის სამსახურმა გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოხსენებაში დაწერა, რომ 2021 წელს საგარეო წყაროებიდან მოზიდული საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში 60%-ზე დაბალი ათვისების 12 საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში სულ გადახდილი ვალდებულების გადასახადმა 5,8 მლნ ლარი შეადგინა.
უწყებამ ფინანსთა სამინისტროს კაპიტალური პროექტების შესრულების მდგომარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადების რეკომენდაცია მისცა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები