საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად 7-პუნქტიან გეგმას სთავაზობს. მათი თქმით, გეგმას პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს გადასცემენ.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე კვირაში საქართველომ ისეთი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომლის შედეგადაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გარანტირებულად მიიღებს. გეგმის პუნქტები ასეთია:

  • ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში;
  • საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღება მე-2 და მე-3 მოსმენებით;
  • შეწყდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე — დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებზე და ელჩებზე თავდასხმა;
  • უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, სადაც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები უკრაინაში;
  • მთავრობის მიერ მომზადდეს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას;
  • ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა;
  • მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა და საერთაშორისო მაღალი დონის სამედიცინო ექსპერტების ჩამოყვანა, რომელთა დასკვნის შესრულებაც მკურნალობა/რეაბილიტაციაზე სავალდებულო იქნება.