სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. პრეზიდენტი წერს, რომ მათ ასოცირებული ქვეყნების "ისტორიული გეზი" განიხილეს.

"ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს იმ ისტორიული გეზის შესახებ, რომელიც ასოცირებული ტრიოს სამმა ქვეყანამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე აიღო. უახლოეს მომავალში, ჩვენ მოუთმენლად ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელსაც გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს", — წერს ზურაბიშვილი.