აშშ-ში ლაბორატორიული ხორცის მწარმოებელი უდიდესი ქარხანა აშენდება, რომელიც ხორცის კულტივირებისთვის იქნება.

Good Meat-მა, რომელიც ლაბორატორიული ხორცის მწარმოებელი კომპანიაა ახლახანს დააანონსა, რომ ააშენებს უდიდეს ქარხანას, რომელიც წელიწადში 15 000 ტონა ხორცს გამოიმუშავებს. ეს ყველაფერი კი ისე რომ ერთი ცხოველის მოკვლაც არ იქნება საჭირო.

კომპანია სულ მალე ქარხნისთვის ლოკაციასაც აარჩევს და მიაჩნიათ, რომ ქარხნის გახსნა აშშ-ში უკვე 2022 წლის ბოლოსთვის შეეძლებათ. ქარხანა პირველ ეტაპზე ქათმისა და საქონლის ხორცის წარმოებას დაიწყებს.

"ვფიქრობ, ჩვენი შვილიშვილები გვკითხავენ იმას, თუ რატომ ვჭამდით მოკლული ცხოველების ხორცს. მათ ეს გაუკვირდებათ", — განუცხადა Guardian-ს ჯოშ ტეტრიკმა, Good Meat-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მიუხედავად იმისა, რომ Good Meat არ საჭიროებს ცხოველის დაკვლას, Guardian იტყობინება, რომ ის მაინც გამოიყენებს უჯრედებს, საიდანაც ხორცის წარმოება მოხდება.

შემდეგი პოდკასტი: ლაბორატორიული ხორცი — როგორია საკვების მომავალი

ამჟამად, მსგავსი ხორცი დამტკიცებულია გასაყიდად სინგაპურში, თუმცა არა აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ (FDA). Good Meat-ში ამბობენ, რომ მუშაობენ FDA-სთან გაყიდვის უფლების მისაღებად და ნებართვას ელოდებიან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.