"რატომ არ ახსენებთ პუტინს? რუსეთი რომ ძლივს ამოგაღერღინეთ აქ", — ასე მიმართა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ ქართულ ოცნებას პარლამენტში ინტერპელაციის პროცედურის დროს სიტყვით გამოსვლისას.

"როდის ახსენა ირაკლი ღარიბაშვილმა პუტინი? გუგლი ყველაფერს იტევს და ყველაფერი იცის. დავგუგლე, 2014 წელს რა კონტექსტში "პუტინისა და ჩვენი პრემიერის შეხვედრა შეიძლება შედგეს მომზადების" და რაღაცის მერე. ნეიტრალურ კონტექსტში. რატომ არ ახსენებთ პუტინს? რუსეთი რომ ძლივს ამოგაღერღინეთ აქ", — განაცხადა მან.

დღეს პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ინტერპელაციის პროცედურა იმართება. ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.

მოგვიანებით კითხვებს უპასუხებენ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი და იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე.