დავით უსუფაშვილი

27 May. 2022, 13:17

დიახ, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას. ახლა გადავიდეთ საქმეზე და ვილაპარაკოთ იმაზე, რას არ იმსახურებს საქართველო. საქართველო არ იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ქვეყანაში ამკვიდრებს არაევროპულ ცხოვრების სტილს, არაევროპულ პოლიტიკურ სისტემას, არაევროპულ ღირებულებებს, არაევროპულ ინსტიტუტებს, არაევროპულ სახელისუფლებო სისტემას, აი, ამას არ იმსახურებს ქართველი ხალხი და საქართველო.

საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, ქართველი ხალხის და უამრავი ინდივიდუალური პოლიტიკოსის, საჯარო მოხელის წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომის, მაგრამ არ იმსახურებს ქართველი ხალხი და საქართველო იმას, რომ ქვეყნის მთავრობა დაკავებულია ქვეყნის გაყოფით და ყოველდღე პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან მოედინებოდეს ნიაღვარი გამონათქვამების, შეფასებების, დამოკიდებულებების, რომელიც საქართველოს ერთ ნაწილს, მინიმუმ 50%-ს, ყოველდღიურად აგრძნობინებს, რომ ის ზედმეტია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი — უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა
  2. რას მალავს მოსამართლე, რომელმაც ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  3. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  4. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  5. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს

რა ხდება: საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2024 წლის 16-17 აპრილის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე…