რა მოლოდინები აქვს მთავრობას სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით — საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის, ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა რა მოლოდინები არსებობს ევროკავშირის მხრიდან კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე, პროგნოზის გაკეთება რთულია.
"მოცემულ ეტაპზე რთულია კონკრეტული პროგნოზის გაკეთება. მაშინ, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთხმად მხარდაჭერა სჭირდება.
აპლიკანტი ქვეყნის მზაობის პარალელურად, საქართველო აკმაყოფილებს ამისთვის აუცილებელ პარამეტრებს და მზადაა, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი. მეტიც, ის ამას ნამდვილად იმსახურებს", — აღნიშნა მან.
მინისტრის თქმით, ამგვარი გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, ორგანიზაციის კარი გაუღოს ახალ წევრებს. თუმცა აქვე დაამატა, რომ წევრ ქვეყნებს შორის ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება.
"ამასთან, საქართველოს მიერ კითხვარის შევსება გაწევრიანების მხოლოდ ერთ-ერთი, საწყისი პროცედურული ეტაპია და მნიშვნელოვანია, ის უფრო ფართო კონტექსტში განვიხილოთ ყველამ.
ცალსახაა და ეს ევროკავშირის ოფიციალური ანგარიშებით განცხადებებით დასტურდება, ჩვენს შორის არსებული თანამშრომლობის დონითაც დასტურდება, რომ საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი, რეფორმატორი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც განპირობებული იყო ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებითაც", — განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს მზაობა დასტურდება ბოლო წლებში გამოქვეყნებული არაერთი საერთაშორისო ანგარიშითაც.
"გარდა ამისა, პარალელების გავლება ხდება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან და დასტურდება, რომ საქართველო რეფორმების განხორციელების მხრივ არამხოლოდ უტოლდება არამედ ბევრი მიმართულებით უსწრებს გაწევრიანების პროცესში მყოფ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს", — განაცხადა მან.
ქართული ოცნების დეპუტატის, მამუკა მდინარაძის დამაზუსტებელ კითხვაზე, დამატებით განემარტა, რა მოლოდინი არსებობს, რა მოლოდინებია იმ საუბრებიდან და შეხვედრებიდან გამომდინარე, რასაც აწარმოებენ, მინისტრმა უპასუხა:
"აუცილებლად მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებენ კონსენსუსის პრინციპით, ჩვენი ევროპელი პარტნიორები.
თუმცა, თქვენი კითხვის საპასუხოდ, მინდა გითხრათ, რომ ორმხრივ ფორმატებში გამართული ყველა შეხვედრა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩემი სახით იმართება, საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გამართული ორმხრივი შეხვედრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ყველა შეხვედრა არის ოპტიმიზმით სავსე", — თქვა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, თითოეული პარტნიორის მხრიდან, რომელიც წლების განმავლობაში მხარს უჭეერდა საქართველოს, ეს განწყობები კვლავ ადგილზეა, არსად არ წასულა.
"შესაბამისად, ეს გვაძლევს ჩვენ დიდ ოპტიმიზმს, იმისა, რომ ჩვენი პარტნიორები, როდესაც დადგება გადაწყვეტილების მიღების დრო, მათ ექნებათ თავისი კონკრეტული ხმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებისთვის", — აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
კომენტარები