უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით დონბასზე რუსეთის ახლანდელმა შეტევამ შესაძლოა, რეგიონი დაუსახლებელი გახადოს. ამის შესახებ მან საკუთარ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"დონბასზე ოკუპანტების ამჟამინდელმა შეტევამ შესაძლოა, რეგიონი დაუსახლებელი გახადოს. მათ სურთ პოპასნა, ბახმუტი, ლიმანი, ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი ცეცხლად აქციონ ვოლნოვახასავით, მარიუპოლივით", — ამბობს ის.

ზელენსკის თქმით, ყველაფერი რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში, მათ შორის ხალხის დეპორტაცია და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა, რუსეთის მიერ გატარებული აშკარა გენოციდის პოლიტიკაა.