ჯანდაცვის ომსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას გმობს. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 88 ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 12, 53-მა კი თავი შეიკავა.

"ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ დაადასტურა, რომ უკრაინაში ჯანდაცვის კრიზისზე პასუხისმგებლობა ეკისრება ექსკლუზიურად რუსეთის ფედერაციას", — განაცხადა უკრაინის ელჩა.

ამავე ანსამბლეაზე განიხილებოდა გაეროს ჯანდაცვის სააგენტოში რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევის რეზოლუცია, თუმცა ამ მან საკმარისი ხმების რაოდენობა ვერ მოიპოვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებზე, ტრანსპორტზე, პერსონალზე, პაციენტებსა და საწყობებზე 256 თავდასხმა დაფიქსირდა.