კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სამინისტრო "რაიმე კერძო კომპანია ან ბუტკა" არ არის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და ახალ ხელმძღვანელებს "სრული მხარდაჭერა" გამოუცხადა.

"ეს გახლავთ სამინისტრო და არა რაიმე კერძო კომპანია ან, ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, ბუტკა. ეს არის საჯარო ორგანიზაციები, დაახლოებით ასამდე, რომელსაც მართავს კულტურის სამინისტრო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი, რომელიც იღებს ხელფასს, მინიმუმ, დადიოდეს სამსახურში. როდესაც დადის და თუ დადის, მას ჰქონდეს უნარი, რომ საკუთარ საჯარო პასუხისმგებლობას კომპეტენტურად გაუსწოროს თვალი", — თქვა მან.